რა აფერხებს ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას - „ლაიონ გრუპი“
მოქალაქეებს ელექტრომობილებზე გადასვლა სურთ, თუმცა მთავარ პრობლემას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა წარმოადგენს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს "ლაიონ გრუპის” ხელმძღვანელმა ლევან სუხიტაშვილმა განუცხადა. "თუ ინფრასტრუქტურა მდორედ განვითარდა, მაშინ რეალიზაცია და ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა სწრაფად ვერ გაიზრდება. სახელმწიფომ თავისი ხედვა ბიზნესთან ერთად მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს", - ამბობს სუხიტაშვილი.
მისივე თქმით, "ლაიონ გრუპს” ამ ბაზრის განვითარებაზე საკუთარი ხედვა აქვს.
"დიდ ქალაქებში ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა არ არის პრიორიტეტული, რადგან განვითარებულ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა თავად ახერხებს ინფრასტრუქტურის მოწყობას. საჭიროა ბაზარზე ელექტრომობილების რაოდენობის შესწავლა, შემდგომ კი ნაკადების იდენტიფიცირება: რამდენი ავტომობილი რა მიმართულებით და რომელ რეგიონში გადაადგილდება, ამასთანავე უნდა განისაზღვროს ტურისტული ნაკადებიც.
მეზობელ ქვეყნებს თუ განვიხილავთ, სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველოსთან შედარებით ელექტრომობილების ბაზრის წილი გაცილებით მეტია. აღნიშნული უნდა იყოს შესწავლის საგანი და სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენს მოსახლეობაზე გათვლილი, ლოკაციურად და რაოდენობრივად ხელმისაწვდომი ელექტროსადგურები, პარალელურად დაიწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომზადება - ამბობს "ლაიონ გრუპის” ხელმძღვანელი.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილების წილი 1%-მდეა.
"ლაიონ გრუპი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში ელექტრომობილები შემოჰყავს. "კომპანიასა და ჰოლდინგში ელექტრომობილების იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ვგეგმავთ რეალიზაციის გაზრდას, რაც პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე", - ამბობს სუხიტაშვილი.
საქართველოს ბაზარზე კომპანია E-Space ერთ-ერთია, რომელიც ელექტრომობილების დამტენებს ამონტაჟებს. E-Space-ის ქსელში 2022 წლის მონაცემებით 90-ზე მეტი დამტენია ჩართული. გარდა ამისა, მას სხვადასხვა კომპანიისთვის 100-მდე დამტენი აქვს დამონტაჟებული. თბილისში კი ელექტროდამტენები შპს "ქართულმა ენერჯიმ” დაამონტაჟა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.