რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და ნაძვის ხის, სათამაშოების და განათებების ყიდვა მეტად აქტუალური გახდა. გასაყიდ გამოტანილ საახალწლო პროდუქციას შეხვდებით ყველგან: ქუჩაში, მაღაზიებსა და თუ ონლაინ პლატფორმებზე.
Business Insider Georgia დაინტერესდა რა ღირს დღეისათვის საახალწლო ნაძვის ხე. როგორც Gorgia-ს ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული ნაძვის ხეების სექციიდან ირკვევა, „გორგიაში“ ფასები 4.90 ლარიდან იწყება. ცხადია ნაძვის ხის ფასი დამოკიდებულია მის ზომაზე, მასალასა და ბრენდზე.
იმავდროულად gorgia.ge-ზე საახალწლო ნაძვის ხეებზე 19-დან 64%-მდე ფასდაკლების აქცია მოქმედებს.
ონლაინ პლატფორმაზე ყველაზე მაღალი 210-270 სმ-ის ნაძვის ხეებია, რომელთა ფასი (ფასდაკლებით) 369 ლარიდან 699 ლარამდეა.
gorgia.ge-ზე წარმოდგენილი ყველა საახალწლო ნაძვის ხე გათვლილია სხვადასხვა გემოვნების ადამიანზე. „გორგია“ ნაძვის ხის გარდა საკუთარ მომხმარებლებს ნაძვის ხის სათამაშოების, განათებების და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს.
მაგალითად ადგილზე მისულებს ნაძვის ხის სათამაშოების ფასი 0,50 თეთრიდან დაგხვდებათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.