რა გამოწვევების წინაშეა საოკუპაციო ხაზთან მდებარე შაფრანის მეურნეობა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სათემოში შაფრანის მცირე მეურნეობაა, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი მერაბ ინასარიძე უძღვება. უამინდობის გავლენამ ამ უნიკალური, ოქროს ფასად ღირებულ პროდუქტზეც ცუდად იმოქმედა და მოსავალი შემცირდა.
„მოსავლის ზრდას ველოდით, ყველანაირი პირობა შეიქმნა ამისთვის, მაგრამ მაინც ვიზარალეთ. გამოცანად რჩება, რატომ მოხდა ასე, ვფიქრობ უამინდობამ იმოქმედა. წარმოების გაფართოებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს გეგმაც შევცვალე, არ მინდა ვიჩქარო, ვაკვირდები პროცესს, რომ წარმოება სწორად დავგეგმო და არ მქონდეს ჩავარდნა. შარშან 1,7 კილოგრამი შაფრანი მივიღეთ. ყოველწლიურად უნდა მატულობდეს, მაგრამ 1,1 კილო გამოგვივიდა. თანხობრივად ეს არის 12 000 ლარის დანაკარგი. რაც შეეხება რეალიზაციას, მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან. ადრე ჰორეკა სექტორში ვყიდდი, მაგრამ წელს რატომღაც შეკვეთა არ მიმიღია", - ამბობს შაფრანის მწარმოებელი Business Insider Georgia- თან.
მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი სოფელ სათემოში მერაბ ინასარიძეს რვა წელია, მოჰყავს.1 გრამი შაფრანის ფასი 20 ლარია, თუმცა ევროპაში 2-3-ჯერ ძვირი ღირს.
რაც შეეხება მოსავლიანობას, მერაბ ინასარიძის თქმით, 1 ჰა-ზე საზღვარგარეთ 10-15 კგ ზაფრანა იწარმოება. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მაქსიმუმ 4-5 კგ პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარის შესახებ, ბევრი რამ არ არის ცნობილი. სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში მისი ექსტრაქტის გამოყენებით 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება.
არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამი ზაფრანის ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.