რა განაპირობებს ქონების დაზღვევის სეგმენტის ზრდას - ბიზნესის შეფასება
ბბ ლიზინგის“ და „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე სულამანიძე მიიჩნევს, რომ სტიქიური მოვლენები ადამიანებს ქონების დაზღვევისკენ უბიძგებს. როგორც მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, ბოლო დროს დაფიქსირებული ხანძრები ადამიანებს თავიანთი ქონების უფრო მეტად ზრუნვისკენ უბიძგებთ.
„საკმაოდ უბიძგებს და ამ დროს უფრო ხდება საჭიროება, რომ ადამიანებმა იზრუნონ თავიანთ ქონებაზე. საბედნიეროდ 2018 წელს ჩვენ მივიღეთ სავალდებულო ქონების დაზღვევა ბაზრობებისთვისაც და მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ მრავალჯერ ყოფილა შემთხვევები ხანძრის, თუმცა ამ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდად და არ ხდებოდა ღელვა იქ მოვაჭრეების მხრიდან, რადგანაც ეს ყველაფერი იყო დაზღვეული. საჭიროებს ეს მიდგომა კიდევ უფრო გაზრდას, რადგანაც დაზღვეულია მინიმალური პაკეტი. ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს დაზღვევების ლიმიტები, რადგანაც მაქსიმალურად მოხდეს დაზღვევა. რთულია ეს ნებაყოფლობით გაკეთდეს, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სავალდებულო სახით არის ყველაზე სწორი გამოსავალი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ სავალდებულო სახით გავზარდოთ“, - აცხადებს კონსტანტინე სულამანიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.