მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

რა განასხვავებს GTC ჰოლდინგს სამშენებლო ბაზარზე და როგორია კომპანიის განვითარების ხედვა

news image
mbc image

GTC სამშენებლო სექტორში მრავალმიმართულებიანი საქმიანობით გამოირჩევა და მომხმარებელს კომპლექსურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია აერთიანებს როგორც სამშენებლო სისტემებისა და ტექნიკის მიმართულებას, ისე საინჟინრო, საწარმოო და დეველოპერულ საქმიანობას. Business Insider Georgia კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე GTC ჰოლდინგის გენერალურ დირექტორსა და თანადამფუძნებელს კახა მარღიაშვილს ესაუბრა.

როგორია GTC ჰოლდინგის საქმიანობის სპეციფიკა და რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

GTC ჰოლდინგი სამშენებლო სექტორში მრავალმიმართულებიან მოდელს აერთიანებს. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა მხოლოდ პროდუქტის მიწოდება არ არის - ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს საყალიბე და უსაფრთხოების სისტემებს, სამშენებლო ინვენტარის იჯარას, საინჟინრო დაგეგმვას, ტექნიკურ მხარდაჭერას, კოშკურა და მობილური ამწეების იჯარა და რეალიზაცია, ადგილობრივ წარმოებასა და დეველოპერულ მიმართულებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთმა ერთ სივრცეში მიიღოს არა მხოლოდ მასალა, არამედ კომპლექსური გადაწყვეტა სწორად შერჩეული პროდუქტი, პროექტზე მორგებული ინჟინერია, დროული მიწოდება და პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა. სწორედ ეს ინტეგრირებული მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, სამშენებლო პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სამშენებლო ბაზარზე და რა განასხვავებს GTC ჰოლდინგს სხვა მოთამაშეებისგან?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სისტემური და კომპლექსური მიდგომაა. სამშენებლო ბაზარზე კომპანიები ხშირად ერთი კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ, მაშინ როცა GTC ჰოლდინგი მომხმარებელს სრულ ჯაჭვს სთავაზობს - პროდუქტის შერჩევიდან და საინჟინრო დაგეგმვიდან დაწყებული, იჯარით, ლოჯისტიკით, ტექნიკური მხარდაჭერითა და სერვისით დასრულებული.

ამასთან, ჩვენი უპირატესობაა საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, განსაკუთრებით Doka-სთან თანამშრომლობა, საკუთარი წარმოების განვითარება Formax-ის სახით და ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბის პროექტებზე დაგვიგროვდა.

ჩვენთვის კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ ფასი არ არის. ეს არის ხარისხი, სანდოობა, მოქნილობა, სწრაფი რეაგირება და გრძელვადიან პარტნიორობაზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ ამან შეგვიქმნა ბაზარზე ნდობა და მოგვცა შესაძლებლობა, ჩამოვყალიბებულიყავით ძლიერ, მრავალმიმართულებიან ჰოლდინგად.

რა გამოწვევებს აწყდება დღეს სამშენებლო სექტორი საქართველოში და როგორ პასუხობს მათ თქვენი კომპანია?

დღეს საქართველოს სამშენებლო სექტორი რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორისაა ხარჯების ეფექტური მართვა, მასალებისა და ლოჯისტიკის ფასები, მაღალი კონკურენცია და მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნები ხარისხის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე სტანდარტების მიმართ.

ჩვენ ამ გამოწვევებს სწორედ იმ მოდელით ვპასუხობთ, რომელზეც GTC ჰოლდინგია აგებული - ინტეგრირებული სერვისით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, საინჟინრო მხარდაჭერითა და საკუთარი წარმოების განვითარებით. როდესაც კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს პროდუქტი, ტექნოლოგია, ინჟინერია და სერვისი, ეს ამცირებს რისკებს, ზოგავს დროს და ზრდის მშენებლობის ეფექტიანობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის გამოწვევებს არა მოკლევადიანი გადაწყვეტილებებით, არამედ სისტემური განვითარებით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროცესების გაუმჯობესებას, გუნდის გაძლიერებას, ტექნოლოგიების დანერგვას და ხარისხის მუდმივ კონტროლს.

რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები გაფართოების, ახალი სერვისების ან მიმართულებების კუთხით?

GTC ჰოლდინგის შემდეგი ეტაპი უფრო მასშტაბურ და სისტემურ ზრდას უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეგიონული გაფართოება. დღეს უკვე წარმოდგენილები ვართ აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე Doka-ს პარტნიორობით, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პარალელურად, ვმუშაობთ საკუთარი წარმოების გაძლიერებაზე, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვასა და პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე, სწრაფი და ხარისხზე ორიენტირებული სერვისი.
გრძელვადიან პერსპექტივაში GTC ჰოლდინგის მიზანია, იყოს არა მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი მოთამაშე, არამედ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც სამშენებლო სექტორში ქმნის ხარისხს, სანდოობას და პროფესიული მომსახურების სტანდარტს.

ინფორმაციისთვის, GTC-ის მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. კომპანიას აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ და ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიასთან.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

25.07.2026.14:29

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“

Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.

ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.

ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.

პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრებიმსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.

თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა