მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის დეტალებზე - რჩევები და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

news image
mbc image

ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა.

ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსაკუთრებით მოქმედებს. მაგალითად, აკუმულატორი ტემპერატურის ცვლილების მიმართ სენსიტიურობით გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და სამუშაო რესურსზე.

ამისათვის დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ძრავის გაგრილებასა და საცხებ-საპოხ მასალასაც, ვინაიდან ზაფხულში მათზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოდის.

სეზონისთვის შეუსაბამო ნაწილები მაღალი ტემპერატურის გამო ხშირ შემთხვევაში ზიანდება. ასეთია, მაგალითად, საბურავი. ამისთვის კი საჭიროა, განვიხილოთ დეტალები და გავიგოთ, რა შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის „თეგეტა მოტორსს“.

3+1 აქცია საბურავების სრულ ასორტიმენტზე

საბურავების შემადგენლობისა და დამზადების სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონისთვის შეუსაბამო საბურავებზე მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს და იზრდება მათი დაზიანების ალბათობა. ზაფხულის დადგომისას, პირველ რიგში, საბურავები უნდა შევცვალოთ, რადგან ის ავტომობილის აგებულების ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის სავალ ნაწილს ეხება.

მძღოლების ნაწილს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის საჭირო ზაფხულში ავტომობილის  სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით აღჭურვა. ზაფხულის საბურავებს აქვს დაბალი პროტექტორები და მათ შორის დაშორებაც  საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ საბურავის გზასთან შემხები ზედაპირის ფართობი, ზამთრის საბურავებთან შედარებით, საკმაოდ დიდია და მოჭიდება  უფრო საიმედო ხდება. ზამთრის საბურავების მაღალი პროტექტორები კი აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება, ამის გამო სამუხრუჭე მანძილი იზრდება და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება. სხვა მიზეზები რომ არ განვიხილოთ, ეს ერთიც საკმარისია იმისთვის, რომ ზაფხულში სეზონის შესაბამისი საბურავები გვქონდეს ავტომობილზე.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც ყოველთვის, ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და ამჯერადაც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის. 30 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია 3+1 აქციითსარგებლობა საბურავების სრულ ასორტიმენტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ „თეგეტა მოტორსი“ ზაფხულში უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა