მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა გეგმები აქვს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელ „ქეთო'ს“

news image
mbc image

ქეთო'ს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს გაფართოებას გეგმავს. Business Insider Georgia-სთან ქეთო'ს დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ განაცხადა, საკმაოდ ნეგატიური 2023 წლის შემდეგ ქეთო'ს გეგმებს დუშეთში აგროტურისტული მიმართულების განვითარება წარმოადგენს, სადაც მცირე მეწარმე ჯემების წარმოებასაც გადაიტანს. 

„წარმოება პანდემიის პერიოდში დავიწყე. თავიდან საქმიანობა დავიწყე წიწაკის ჯემებით. პირველი პროდუქტი იყო წიწაკის ჯემი კომშით და შემდეგ ეტაპობრივად დავამატე სხვადასხვა ხილის არომატები, ეს იყო ფეიხოა, ლეღვი, ჟოლო და სხვა. ზოგადად წიწაკის ჯემების გარდა ვაწარმოებ მურაბებსაც, თუმცა ამ მურაბებში დამატებულია სხვადასხვა სახის მწვანილის არომატი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ატმის მურაბას ვაკეთებ როზმარინით, მაყვალს ქონდრით, ხახვის მურაბას ვამზადებ საფერავით და ლურჯი მოცვით“, - განუცხადა მცირე მეწარმემ  Business Insider Georgia-ს. 

ქეთი მელაძის განმარტებით, ქეთო'ს პროდუქცია მთლიანად მისი რეცეპტებით არის დამზადებული.

ბრენდი ამჟამად წარმოდგენილია ბაზარი ორბელიანზე, სადაც „ქეთო'ს“ საკუთარი შოუ-რუმი აქვს.

„ვთანამშრომლობ სხვადასხვა რესტორნებთან და სასტუმროებთან. ასევე რამდენიმე მაღაზიასთან“, - განმარტა ქეთი მელაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებას ყოველწლიურად დაახლოებით 50%-ით აფართოებს, 2023 წელი გაყიდვების კუთხით საკმაოდ ნეგატიური იყო. 

„2023 წელი საკმაოდ ცუდი იყო ჩემთვის. მოტივაცია დაკარგული მაქვს. ფაქტობრივად თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დუშეთში ვაპირებ წარმოების გადატანას. ვფიქრობ, რომ 2024 წელი უფრო კარგი და წარმატებული იქნება.

დუშეთში უკვე აშენებული მაქვს შენობა, სადაც მურაბების, ჯემების და საწებლების გარდა ვფიქრობ პროდუქციის ჩამონათვალი გავზარდო და სხვა ასორტიმენტიც შევთავაზო მომხმარებლებს“, - ამბობს მცირე მეწარმე.

ირკვევა, რომ დუშეთში ქეთი მელაძე წარმოების გარდა ტურისტული მიმართულების განვითარებასაც აპირებს და ტურისტებისთვის სხვადასხვა სახის მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს. 

დღეს ბრენდი ქეთო'ს პროდუქციის მყიდველი ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ტურისტებიც არიან. 

„ბაზარი ორბელიანზე პროდუქციას მაინც ტურისტები ყიდულობენ. როდესაც გამოფენებზე გავდივარ ჯემებს და მურაბებს ყიდულობენ როგორც ქართველები ისე ტურისტები. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, რომ ჩემი პროდუქცია უფრო მეტმა გაიცნოს და მისი ცნობადობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ქეთი მელაძემ.

ქეთო'ს პროდუქციის შეკვეთა ონლაინ, ბრენდის ფბ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა