როგორია Pabellón Hotel - ის განვითარების კონცეფცია
2026 წელს „პაბელონი“ კიდევ უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს გეგმავს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ოქსანა ხოდინმა განუცხადა.
„2026 წელს პაბელონი კიდევ უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს გეგმავს. ჩვენი მიზანია, სასტუმრო გახდეს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ობიექტი.
მთავარი გეგმები მოიცავს:
• ინფრასტრუქტურის გაფართოებას - სპორტული სივრცეების დამატებითა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით;

• კულინარიული მიმართულების გაღრმავებას - მეტი მასტერკლასი, თემატური ვახშმები, შეფის ხედვა და გამოცდილების გაზიარება;
• მეღვინეობის სრული ამოქმედება - რათა სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ადგილზე ნახონ ღვინის წარმოების სრული ციკლი;
• კორპორატიული და ჯგუფური ტურიზმის გაძლიერებას - მეტი ღონისძიების გამასპინძლება - საკონფერენციო სივრცეებითა და მორგებული პაკეტებით;
• სტუმრის გამოცდილების დახვეწას - უფრო პერსონალიზებული სერვისებით, ტექნოლოგიური კომფორტით და მაღალი სტანდარტებით.

2026 წელი „პაბელონისთვის“ იქნება ახალი შესაძლებლობებისა და პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერების წელი ", - აცხადებს ოქსანა ხოდინი.
ცნობისთვის, იანვრის თვეში სასტუმრო სტუმრებს ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებს, თბილ ატმოსფეროსა და დაუვიწყარ ემოციებს შესთავაზებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://www.pabellon.ge/ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 0352 20 02 00.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.