რა გეგმები აქვს „რთველისს“ საერთაშორისო ბაზრების გაფართოებისა და ახალი პარტნიორების მიმართულებით - ინტერვიუ კომპანიის გენერალურ დირექტორთან
„რთველისი“ მაღალი ხარისხის ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ისტორიაც 1920 წლიდან იწყება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „რთველისის“ გენერალურ დირექტორსა და მმართველ პარტნიორს, თორნიკე ჭიკაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
კომპანიისთვის ამ ეტაპზე საკმაოდ აქტიური და დატვირთული პერიოდია. ტურისტული სეზონის დაწყება ჩვენგან ორმაგ ძალისხმევას და განსაკუთრებულ მზადყოფნას მოითხოვს. პარალელურად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, არაერთი მნიშვნელოვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც „რთველისი“ აქტიურად მონაწილეობს.

საერთაშორისო გამოფენები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორებისა და იმპორტიორების მოძიების მიმართულებით. მსგავსი პლატფორმები შესაძლებლობას გვაძლევს, ადგილზე დავაგემოვნებინოთ ჩვენი პროდუქცია, დეტალურად გავაცნოთ ბრენდის ფილოსოფია, ხარისხი და სრული ასორტიმენტი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საექსპორტო ურთიერთობების განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას.
რაც შეეხება საქართველოში გამართულ გამოფენებს, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის სწორი პოზიციონირების და ცნობადობის ზრდის მიმართულებით. ამავდროულად, მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ პირდაპირი უკუკავშირი ათასობით მომხმარებლისგან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
როგორ შეაფასებთ დღეს ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკას და რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება მთავარ ბაზრებზე?
ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა დღეს საკმაოდ საინტერესო და პოზიტიურ ეტაპზე იმყოფება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდა როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე. მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება უნიკალური, ავთენტური ისტორიების მქონე ღვინოებით, და სწორედ ეს არის ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
მნიშვნელოვანი ტენდენციაა პრემიუმ და საშუალო-მაღალი სეგმენტის ღვინოებზე მოთხოვნის ზრდა. საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება ინტერესი როგორც კლასიკური ქართული ღვინოების, ისე ქვევრის ღვინის მიმართ, რომელიც უკვე არა მხოლოდ ტრადიციულ პროდუქტად, არამედ უნიკალურ კულტურულ გამოცდილებად აღიქმება.

ასევე აშკარად ჩანს ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესი. თუ წლების განმავლობაში ექსპორტი ძირითადად რამდენიმე ბაზარზე იყო კონცენტრირებული, დღეს ქართული ღვინო უფრო აქტიურად შედის ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით მზარდია ინტერესი ისეთი ბაზრებიდან, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს ხარისხს, ისტორიასა და ღვინის წარმოშობას.
ჩვენი შეფასებით, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა, არამედ სწორი პოზიციონირება, სტაბილური ხარისხი და ბრენდების გრძელვადიანი განვითარება საერთაშორისო ბაზრებზე.
რა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას?
მოთხოვნის ზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს - პირველ რიგში, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უნიკალური მეღვინეობის ტრადიცია, რომელიც მსოფლიოსთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხიც, რაც საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებზე მიღებული არაერთი აღიარებით დასტურდება.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ - ახალი ბაზრების, ექსპორტის ზრდისა და წარმოების განვითარების მიმართულებით?
კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებაა. აქტიურად ვმუშაობთ როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, ისე ახალი ბაზრების ათვისებაზე, განსაკუთრებით ევროპისა, ამერიკისა და აზიის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ და საერთაშორისო ბაზარზე სწორად წარმოვაჩინოთ როგორც ხარისხიანი, პრემიუმ და ავთენტური პროდუქტი. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბრენდის განვითარებას, ხარისხის სტაბილურობასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

პარალელურად, კომპანია განაგრძობს წარმოების განვითარებასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას. მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს როგორც საწარმოო პროცესების დახვეწაში, ისე ახალი პროდუქტებისა და კოლექციების განვითარებაში. ასევე აქტიურად ვმუშაობთ პრემიუმ და რეზერვის ხაზების გაფართოებაზე, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე სწორედ ამ სეგმენტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ზრდა იყოს გრძელვადიანი, სტაბილური და ორიენტირებული როგორც ხარისხზე, ისე ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე.
სხვა სიახლეები
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
16.09.2026.18:19
საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).
შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes
აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner
თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty
სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona
ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson
საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV
შეთავაზებით სარგებლობა მარტივია- საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.
გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები
რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.