რა ღირს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახლად გახსნილი ზიპლაინის მომსახურება
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინი გაიხსნა, რაც ტურისტებისათვის საკმაოდ პოპულარული ატრაქციაა.ორ ზოლიანი ზიპლაინის სიგრძე 500 მეტრია, რაც იმას ნიშნავს რომ ერთდროულად 2 ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინის პროექტი კომპანია „მწვანე ლაინმა“ განახორციელა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 პროექტი აქვს განხორციელებული.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი მერკვილაძემ განუცხადა, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინი მარტიდან ფუნქციონირებს და დღეში 30-40 ადამიანს ემსახურება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას დაახლოებით 500 000 ლარია.
გიორგი მერკვილაძე ამბობს, რომ ზიპლაინის მომხმარებელთა 99%-ი უცხოელია, ძირითადად კი გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.
მისივე განმარტებით, დღეისათვის ყველაზე აქტიური თბილისის ბოტანიკურ ბაღში განთავსებული ზიპლაინია, რომლის სიგრძეც 300 მეტრია.
„მწვანე ლაინის“ პროექტია ასევე ორი ზიპლაინი ოკაცეს ჩანჩქერზე: 500 მეტრიანი და 200 მეტრიანი და ასევე კუს ტბიდან ვაკის პარკამდე 1200 მეტრიანი ზიპლაინი
„ახლა ვმუშაობთ, ბალდის კანონში ვაკეთებთ ზიპლაინის მაგვარ როლერს და ასევე პრომეთეს გამოქვაბულთან ვამონტაჟებთ როლერს. სავარაუდოდ ეს ობიექტები 2024 წელს გაიხსნება“, - განმარტა გიორგი მერკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩავლით აჭარაში სულ 5 ზიპლაინია, საიდანაც ორი ქობულეთის მუნიციპალიტეტი (ორივე ზიპლაინი ჩაქვისთავშია), ხოლო ორიც ქედის მუნიციპალიტეტში (ერთი მახუნცეთშია განთავსებული, ხოლო მეორე პირველ მაისში) მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.