რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძზე - სასტუმერო „ამბასადორი გოდერძის“ შეთავაზება
მაღალმთიანი აჭარა, კურორტი გოდერძი ზაფხულში საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ სასტუმერო ამბასადორი გოდერძი სტუმრებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს.
„დაისვენეთ ბუნების გარემოცვაში, სუფთა ჰაერზე, მოინახულეთ მწვანე ტბა და ბოტანიკური ბაღი, განიტვირთეთ ჩვენს აუზზე, სპაში და დაიმუხტეთ განახლებული ენერგიით.
საზაფხულოდ, სასტუმროში ამბასადორი გოდერძი მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება მრავალღამიან ჯავშნებზე:
3 ღამე 2 პერსონაზე - 850 ლარი (1050 ლარის ნაცვლად),
5 ღამე 2 პერსონაზე - 1250ლარი (1750 ლარის ნაცვლად),
7 ღამე 2 პერსონაზე - 1550 ლარი (2450 ლარის ნაცვლად)“. - აღნიშნულია სასტუმროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც „ამბასადორი გოდერძი“-ში განმარტავენ, ღირებულებაში შედის: 2 სტუმრის განთავსება კომფორტულ ნომერში ინდივიდუალური აივნით, საუზმე, დახურული საცურაო აუზი, საუნა, ბავშვთა გასართობი სივრცე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.