მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ღირს დღიურად ავტომობილის დაქირავება თბილისში და ვინ სარგებლობს სერვისით

news image
mbc image

დღეს თბილისში თუ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ავტომობილის დაქირავება საკმაოდ გამარტივდა.

უცხოელი ვიზიტორების ნაწილი კი ქვეყანაში გადაადგილებისთვის უპირატესობას არა საქალაქო თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არამედ ავტომობილების დღიურად დაქირავებას ანიჭებს.

მანქანების დაქირავებისთვის კი ბევრი პლატფორმა არსებობს. 

როგორც კომპანია Naniko rent a car-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, კომპანიის კლიენტები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან და ავტომობილების დღიური დაქირავების ფასი 30 დოლარიდან 160 დოლარამდეა. ტარიფი ავტომობილის კატეგორიასა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დღით ხდება ავტოს დაქირავება. 

რაც შეეხება სავალდებულო დეპოზიტს კომპანია Naniko-ს შემთხვევაში პატარა ავტომობილზე 300 დოლარია, ხოლო დიდზე 400 დოლარი.

„საქართველოში ავტომობილის დაქირავება ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, რომელიც ფლობს მართვის მოწმობას. მოთხოვნის თანახმად, მძღოლი მართვის მოწმობას სულ მცირე 1 წლის განმავლობაში უნდა ფლობდეს“, - განმარტავენ Naniko rent a car-ში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე საკმაოდ დატვირთულები არიან. 

„სეზონზე საკმაოდ დატვირთულად ვმუშაობთ და ყველა მანქანა ყოველთვის გაქირავებულია“, - აცხადებენ კომპანიაში.

Naniko rent a car-ის საავტომობილო პარკში მხოლოდ კომპანიის კუთვნილი ავტომობილებია, რომელთა რაოდენობაც 80-ს აღწევს. 

Naniko საერთაშორისო ავტომობილების გაქირავების კომპანიაა, რომელმაც თავისი პირველი ფილიალები სომხეთსა და აზერბაიჯანში გახსნა, ხოლო სათაო ოფისი თბილისში აქვს. 

ახლო მომავალში კომპანია გეგმავს, რომ მანქანების გაქირავების საერთაშორისო ბაზარზე  ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კორპორაცია გახდეს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა