რა ღირს ღამისთევა weekend-ზე კახეთის სასტუმროებში
რამდენიმე კვირაში ზაფხული დადგება და შაბათ-კვრას დასვენების მოყვარული ოჯახებისთვის იდეალური დრო დგება.
თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი ერთ-ერთი იდეალური მიმართულება ე.წ. weekend-ტურები და კახეთის მიმართულებაა.
იმისათვის, რომ გაგვეგო რა ღორს დასვენება კახეთში weekend-ზე Booking-ის ვეწვიეთ და ასე დავადგინეთ, რომ მაისის პირველ შაბათ კვირას ანუ 6-7 მაისს (6 მაისს სასტუმროში შესვლა 7 მაისს გამოსვლა) ყველაზე იაფი სასტუმრო Hotel Classic-შია რომელიც თელავში მდებარეობს და ორი პერსონის სასტუმრო ნომერში განთავსება 16 დოლარია.
რაც შეეხება მაღალი კლასის სასტუმროებს, რომლებიც კახეთში მრავლადაა, განთავსება ყველაზე მაღალ ფასებში Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-შია, სადაც 6-7 მაისს ორ პერსონაზე ღამისთევის ტარიფი 435 დოლარია.
ტოპ-5 სასტუმრო კახეთში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.