რა ღირს კონდიციონერი ზაფხულის სეზონზე
ზაფხულში და განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში კომფორტის შესაქმნელად კონდიციონერი მნიშვნელოვანი ნივთია. კონდიციონერი არის ორნაირი დასადგამი და კედლის. უფრო მასიური მოხმარება საცხოვრებელი სახლების პირობებში აქვს კედლის კონდიციონერებს, ხოლო ოფისებში და კაფე-ბარებში უფრო დასადგამ კონდიციონერებს შეხვდებით.
დღეისათვის „დომინოში“ ამა თუ იმ ბრენდის კონდიციონერებზე გარკვეული ფასდაკლების აქცია მოქმედებს. მათი საწყისი ფასი (კედლის) 599 ლარია და ცხადია ღირებულება დამოკიდებულია კონდიციონერის ბრენდზე, სიმძლავრეზე, ხარისხზე და სხვა მრავალ ფაქტორებზე. ამ დროისათვის „დომინოს“ ქსელში კონდიციონერის ყველაზე მაღალი ფასი 2849 ლარია.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დღეისათვის საშუალო ხარისხის კონდიციონერის ფასები 800-დან 1500 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება დასადგამ კონდიციონერებს, მათი ფასი 659 ლარიდან იწყება, თუმცა კედლის კონდიციონერებისგან განსხვავებით დასადგამი კონდიციონერებში ბევრი არჩევანი არ არის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.