რა ღირს საწვავი საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში
7 თებერვლის მონაცემებით, მსხვილ სადისტიბუციო ქსელებში 1 ლიტრ სხვასასხვა ტიპის საწვავსა და დიზელზე შემდეგი ფასები ფიქსირდება:
სოკარი
ვისოლი
ლუკოილი
რომპეტროლი
გალფი
პორტალი
7 თებერვლის მდგომარეობით, მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებში 1 ლიტრი პრემიუმის საწვავის ფასი 3.19 ლარიდან 2.89 ლარამდეა.
ევროდიზელი ყველაზე ძვირი „რომპეტროლის“ და „პორტალის“ ქსელშია და 3,44 ლარი ღირს, ყველაზე იაფი კი „პორტალის“ ქსელში 3.29 ლარი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი არ შეცვლილა – 0,00 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.01 – 1,49 ევროთი/ლიტრაზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
30 იანვრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.26 ევროს, დიზელის საწვავი - 1,94 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,92 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,08 ევროს, დიზელის საწვავი - 1,89 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,77 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.87 ევროს, დიზელის საწვავი - 1.85 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია: A-92 მარკის ბენზინი - 0,52 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,56 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,67 ევრო, დიზელის საწვავი - 0,66 ევროს შეადგენს.
რა ღირს საწვავი მეზობელ ქვეყნებში:
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 1.118 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1,21 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.71 ევროს , დიზელის საწვავი - 1.23 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,54 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს; დიზელის საწვავი - 0,43 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,142 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.32 ევროს, დიზელის საწვავი - 1,24 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.18 ევროს, დიზელის საწვავი - 1.22 ევროს.
მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,23 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,56 ევროს, დიზელის საწვავი - 1,14 ევროს.
ბელორუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,65 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,69 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,75 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 1,06 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,11 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.25 ევროს; დიზელის საწვავი - 1.16 ევროს;
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.