მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია მოთხოვნა ქართველი მომხმარებლების მხრიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ტურებზე - Turebi.Ge-ს შეფასება

news image
mbc image

საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგანაც თბილისსა და ქუთაისში გვემატება ახალ-ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Turebi.Ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინი ადამიამ განაცხადა. მისი განმარტებით, იზრდება ასევე შობა-ახალი წლის პერიოდის უცხოეთში გატარებაზე მოთხოვნა, სადაც ევროპა უპირობო ლიდერია.

„საშობაო ბაზრობების კუთხით მოთხოვნა გვაქვს ევროპის მიმართულებებზე - აქტიური მოთხოვნაა პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის მიმართულებაზე. ასევე მოთხოვნაა პარიზის დისნეილენდზეც, რადგან ამ პერიოდში პარიზში და მით უმეტეს დისნეილენდში ზღაპრული გარემოა. რაც შეეხება პაკეტების ღირებულებას - დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წელს იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის Black Friday-ს ფასდაკლებებია და ავიაკომპანიებიდან შემოთავაზებებია, საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ მგზავრები“, - განმარტავს ნინი ადამია.

Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახალი წლის შესახვედრად ქართველები ევროპის გარდა თბილ ქვეყნებსაც აქტიურად ირჩევენ.

„მოთხოვნა ისევ ევროპის ქალაქებზეა, თუმცა წელს აქტიურია მოთხოვნა ეგვიპტეზე, დოჰაზე. გეტყვით, რომ ამ პერიოდში ტაილანდში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასვენებაზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა.

ევროპაში დასვენება უფრო ბიუჯეტურ ფასებშია შესაძლებელი, ვიდრე თბილ ქვეყნებში, თუმცა თბილ ქვეყნებში ტურისტებისთვის all-inclusive დასვენება და თბილისიდან ფრენები არის შეთავაზებული.

საზღვარგარეთ დასვენებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რადგანაც თბილისსა და ქუთაისში გვემატება ახალ-ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოთხოვნას ზრდის. რაც უფრო მეტი ავიაკომპანია შემოდის ჩვენს ბაზარზე და ახალი მიმართულებები გვემატება, კონკურენციისა და ფასების დასტაბილურების კუთხით უკეთესია. თუ მანამდე შვეიცარიასა და ბრიტანეთში პირდაპირი ფრენები არ გვქონდა, წელს უკვე შეგვიძლია ჟენევასა და ლონდონში გავფრინდეთ. ასევე, თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნა რომიდან და მილანიდან - ეს ყველაფერი კი ფასებს ასტაბილურებს“, - ამბობს Turebi.Ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა