რატომ დაეკისრა ჯარიმა „რონიკოს“ „ართთაიმის“ შეძენისთვის
მზის სათვალეების, ოპტიკური ჩარჩოების, კონტაქტური ნომრიანი/ფერადი ლინზების მაღაზიათა ქსელმა „რონიკომ“ შვეიცარიული წარმოების საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა მაღაზიის ქსელი „ართთაიმი“ იყიდა. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოდან გახდა ცნობილი, რომელმაც აღნიშნული კომპანიების კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგისას დადგინდა, რომ სააგენტოსთვის შეუტყობინებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ეკონომიკურმა აგენტებმა კონცენტრაციები განახორციელეს.
შედეგად, შემსყიდველი ეკონომიკური აგენტების მიმართ გამოყენებული იყო საჯარიმო სანქციები და კონცენტრაციის დადასტურების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი განცხადების შემოტანა დაევალათ. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.
არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, შპს „რონიკოს“ მიერ განხორციელდა შპს „ართთაიმის“ 100%-იანი წილის შეძენა.
ბიზნეს გეგმების და სამომავლოდ „ართთაიმის“ ბრენდის განვითარების კონცეფციაზე დეტალების გასაგებას „ბიზნეს ინსაიდერი“ კომპანია „რონიკოს“ დაუკავშირდა, საიდანაც შესაბამისი კომენტარის მოლოდინშია.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „რონიკოს“ 100%-იანი წილის მფლობელია ფ/პ როლანდ ჯავახია, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ ეკონომიკურ აგენტებს წარმოადგენენ:
შპს „ჯემინი“, 100%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;
ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი როლანდ ჯავახია;
შპს „ფუდ მასტერი“, 15%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;
შპს „საქლუდი“, 15%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;
შპს „ფირო-რუსთაველი“, 75%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია;
შპს „ბიარ მასტერი“, 13%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი როლანდ ჯავახია;
შპს „გრაალი“, 50%-იანი წილის მფლობელი როლანდ ჯავახია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.