მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა მიზნით სტუმრობდა ICE Engineering Group-ის გუნდი სტამბოლში AHI Carrier-ის ქარხანას

news image
mbc image

ICE Engineering Group-ის გუნდი სტამბოლში საქმიანი ვიზიტით AHI Carrier-ის ქარხანას სტუმრობდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში შედგა ეფექტური შეხვედრები პარტნიორებთან, ჩატარდა თემატური სემინარი და მოეწყო ქარხნის ტური — სადაც ICE Engineering Group-ის ინჟინრებს საშუალება მიეცათ HVAC ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს დეტალურად გასცნობოდნენ.

ICE Engineering Group-ისა და AHI Carrier-ის პარტნიორობა უკვე მრავალ წელს ითვლის და ICE საქართველოში AHI Carrier-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

„AHI Carrier-ის საწარმოში იწარმოება ვენტილაციის სისტემები, რომელიც სხვადასხვა დიდ შენობებში ვენტილაციის კუთხით მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეხვედრისას ვისაუბრეთ ასევე რუფტოპ-ების წარმოებაზე, რაც ნიშნავს ყველაფერს ერთ პაკეტში: გათბობა-გაგრილებას და ვენტილაციას. ვიზიტის ფარგლებში AHI Carrier-ის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ ასევე ჩვენთვის პროდუქციის დამზადების ვადების დაჩქარებაზე, რაც ჩვენსა და დამკვეთს შორის ურთიერთობისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ICE Engineering Group-ში AHI Carrier-ის წარმომადგენელმა და გაყიდვების მენეჯერმა როლანდ უფლისაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ვენტილაციისა და გაგრილება-გათბობის სისტემებზე მოთხოვნა მზარდია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა