მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა პროექტებს ახორციელებს „მეტროპოლი“ ბათუმში და როგორია კომპანიის გეგმები

news image
mbc image

„ბათუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. მოგეხსენებათ ჩვენი პროექტები „კუბი“ და „ოვალი“ სწორედ ბათუმში მდებარეობს და ისინი ძირითადად საინვესტიციო პროექტებია, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ორივე პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ფრანგულ საერთაშორისო ბრენდ „ლუქს ჰოტელს გრუპთან“ თანამშრომლობით და ორივე პროექტში განთავსება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „როიალ ტულიპი“.

„ლუქს ჰოტელს გრუპი“ ეს არის საერთაშორისო ფრანგული ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1600-მდე სასტუმროს აერთიანებს. მათ მშენებლობის საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ. ჩვენ როდესაც მათთან თანამშრომლობა დავიწყეთ ამ სტანდარტებზე იყო საუბარი და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე პროცესში ჩვენ ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ ბათუმის პროექტებმა „ოვალი“ და „კუბი“ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვეს. 

„საერთაშორისო დონეზე გასვლა რა თქმა უნდა ჩვენს სტრატეგიაში არის, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ნაწილზე ვიტყვი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული იერსახით პროექტები მაქსიმალურად მოერგოს რეგიონს, ქალაქს და ასე შემდეგ. ბათუმის ნაწილში ეს პროექტები დაამშვენებს იქაურ იერსახეს“, - მიიჩნევს   „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მეტროპოლი“ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და დღეისათვის 12 პროექტს აერთიანებს, საიდანაც 6 მიმდინარეა. 

„დაახლოებით 2 წელი და რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი დრო, თუმცა საკმაოდ აქტიური ნაბიჯებით შემოვედით ჩვენს საკმაოდ მაღალკონკურენტულ ბაზარზე. გეგმებიც საკმაოდ ამბიციური გვაქვს. თვითონ ამ 2 წელიწადში შესრულებას რაც შეეხება, ჩვენ ჯამში გაქვს 12 პროექტი. ამ 12 პროექტიდან 6 არის მიმდინარე პროექტი,ხოლო 6 დაგეგმარების ეტაპზეა. 6 მიმდინარე პროექტიდან 3 არის თბილისში, ხოლო 3 ბათუმში. თბილისში მიმდინარე პროექტებია  „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. „მეტროპოლ ბაგებზე“ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, რომ ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც უკვე წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეები იმ ვადებში გადავლენ კომპლექსი, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა