რა პროექტებზე დაიხარჯება Rooms Hotels-ის ბონდებიდან მიღებული კაპიტალი - ვალერი ჩეხერიას განმარტება
ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან Rooms Hotel-ის ბონდების საკითხზე, რათა ისინი იყვნენ ბონდები მთავარი მყიდველები, - ამის შესახებ Business Insider-ს Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა
„ვმუშაობთ IFS-თან, EBRD-თან, აზიის განვითარების ბანკთან. ვაპირებთ, რომ ამ წელს აუცილებლად გამოვუშვათ ქართული ბონდები ლარში. ბონდების მოცულობა იქნება $25 მილიონის ეკვივალენტი ლარში“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება ბინდებიდან მიღებული კაპიტალი.
„ბონდებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება სესხების რეფინანსირებას და ნაწილი ახალი პროექტების განხორციელებას.
რაც შეეხება ახალ პროექტებს - აბასთუმანში ვაშენებთ ახალ სასტუმროს, „რუმსი“ 2025 წელს გაიხსნება. ასევე გვაქვს აქტიური გეგმები, რომ გავფართოვდეთ ბაკურიანის მიმართულებით და დავიმატოთ ბათუმი. გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორც ბიზნესჯგუფს. უცხოეთის ბაზარზე ვგეგმავთ გასვლას, ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით, თუმცა დადასტურებულად ვერ გეტყვით, რომელ ქვეყანასა და ქალაქში განვახორციელებთ პირველ პროექტს“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.