რა პროექტებს ახორციელებს Photomate Caucasus და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
Photomate Caucasus განახლებადი ენერგიის სფეროში ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის რეგიონულ მენეჯერს, დავით ტყეშელაშვილს, Business Insider Georgia მიმდინარე პროექტებზე, სექტორში არსებულ ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რა ძირითადი სიახლეები აქვს Photomate Caucasus-ს ამ ეტაპზე და რომელ
პროექტებზე მუშაობთ აქტიურად?
Photomate Caucasus ამ ეტაპზე აქტიურად აგრძელებს თავისი პოზიციების გაძლიერებას რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ utility სეგმენტია. ამ მიმართულებით ჩვენი ყველაზე მასშტაბური მიმდინარე პროექტი 75 მეგავატიან მზის ელექტროსადგურს უკავშირდება.
Photomate ამ პროექტში ასრულებს ზედამხედველობის (supervision) ფუნქციას და Huawei-სთან ერთად სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭირო კომპონენტის მიწოდებას. პროექტი ამჟამად აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და ეტაპობრივად გადადის დასკვნით ეტაპზე.
პარალელურად, კომპანია მუშაობს სხვა კომერციულ და ინდუსტრიულ პროექტებზეც საქართველოში და რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით ენერგიის შემნახველ სისტემებზე (BESS), სადაც მოთხოვნა სწრაფად იზრდება და ტექნოლოგიური განვითარების ტემპიც მაღალია.
როგორ აფასებთ მიმდინარე ტენდენციებს განახლებადი ენერგიის ბაზარზე
კავკასიის რეგიონში და რა ცვლილებებს ხედავთ მოთხოვნის კუთხით?
კავკასიის რეგიონში განახლებადი ენერგიის ბაზარი მკაფიო ზრდის ტრაექტორიაზეა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მზის ენერგიის პროექტების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორებში.
მოთხოვნა სულ უფრო მეტად გადადის გრძელვადიან ეფექტურობაზე - მომხმარებლები აღარ ფოკუსირდებიან მხოლოდ საწყის ინვესტიციაზე, არამედ სისტემის საიმედოობაზე, ენერგოეფექტურობაზე და ენერგიის მართვის შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, მზარდია ინტერესი ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიმართ, სადაც მზის ენერგიის სისტემები და ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიები ერთიან, ოპტიმიზებულ სისტემად მუშაობს.
რამდენად სწრაფად იზრდება ინტერესი მზის ენერგიისა და ენერგიის
შემნახველი სისტემების მიმართ და რა განაპირობებს ამ ზრდას?
ინტერესი მზის ენერგიისა და BESS სისტემების მიმართ ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ენერგიის ფასების გლობალური ცვლილებები, ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა და კომპანიების სურვილი, შეამცირონ საოპერაციო ხარჯები.
გარდა ამისა, ტექნოლოგიების განვითარებამ ეს გადაწყვეტილებები უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური გახადა, რაც ბაზრის გაფართოებას კიდევ უფრო აჩქარებს.
რა გამოწვევებს აწყდება ბაზარი დღეს - იქნება ეს ინფრასტრუქტურა,
რეგულაციები თუ ტექნოლოგიური ადაპტაცია?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, განსაკუთრებით ქსელური ინტეგრაციის კუთხით. მზის ენერგიის სწრაფი ზრდა ხშირად უსწრებს არსებული ქსელების შესაძლებლობებს.
ასევე მნიშვნელოვანია რეგულაციური ჩარჩოების განვითარება, რომელიც უნდა იყოს უფრო მოქნილი და პროგნოზირებადი ინვესტორებისთვის. ტექნოლოგიური ადაპტაციის მხრივ კი ბაზარს სჭირდება მეტი განათლება და გამოცდილების დაგროვება, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების - როგორიცაა ენერგიის შენახვის სისტემების ფართო დანერგვისთვის.
როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა და რა მიმართულებებზე გააკეთებთ
ძირითად აქცენტს უახლოეს წლებში?
Photomate Caucasus-ის სამომავლო ხედვა ეფუძნება რეგიონში ენერგეტიკული გადაწყვეტილებების კიდევ უფრო გაფართოებას და დივერსიფიკაციას. უახლოეს წლებში კომპანია გააგრძელებს ენერგიის შემნახველი სისტემების (BESS) მიმართულების განვითარებას, რაც ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია.
პარალელურად, ვგეგმავთ თბური ტუმბოების მიმართულების განვითარებასაც, როგორც ენერგოეფექტური და მდგრადი ტექნოლოგიების მნიშვნელოვან კომპონენტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო სრულყოფილი, ეკო-მეგობრული და გრძელვადიანად ეფექტური გადაწყვეტილებები.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი განვიხილავთ უფრო ფართო კონცეფციასაც, ეკო-მეგობრული სოფლის განვითარებას, რომელიც გააერთიანებს თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მდგრად საცხოვრებელ გარემოს შექმნის იდეას.
სხვა სიახლეები
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
27.07.2026.10:00
პაშა ბანკი ბიზნესს ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. Signature და Platinum სატარიფო ნაკრებების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო გადარიცხვებით ლარსა და აშშ დოლარში, ხოლო სხვა ვალუტაში გადარიცხვისას 50%-იანი ფასდაკლებით სტანდარტულ ტარიფთან შედარებით. ამასთან, ახალი პარტნიორებისთვის აღნიშნული სატარიფო ნაკრებები პირველი სამი თვის განმავლობაში უფასოა.
შეთავაზება მოიცავს შემდეგ პირობებს:
• Signature სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარსა და აშშ დოლარში განხორციელებული გადარიცხვები უფასოა;
• Platinum სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარში გადარიცხვები უფასოა, ხოლო აშშ დოლარში ნებისმიერი მიმართულებით გადარიცხვის ტარიფი ფიქსირებული 10 აშშ დოლარია;
• ორივე ნაკრებში სხვა ვალუტაში განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებზე ტარიფი სტანდარტულთან შედარებით 50%-ით შემცირებულია.
• ამერიკაში აშშ დოლარის გადარიცხვები უფასოა ნებისმიერი სატარიფო ნაკრების მფლობელისთვის გარდა სტანდარტულისა.
დეტალური ინფორმაცია სატარიფო ნაკრებების შესახებ.
პაშა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, Bank of New York Mellon-თან (BNY), პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და აშშ დოლარში საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. ბანკი აქტიურად აფართოვებს საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს და არხებს, იმისთვის, რომ პარტნიორ ბიზნესებს სწრაფი და მარტივი გამოცდილება შესთავაზოს ამ მიმართულებით.
პაშა ბანკის შესახებ:
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.