მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სჭირდება დეველოპერს სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურისთვის: ICE-ის როლი პროექტის წარმატებაში

news image
mbc image

დეველოპერული ბიზნესი საქართველოში დღითი დღე იზრდება, თუმცა კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ არქიტექტურული იდეა ან ლამაზი ფასადი უკვე აღარ კმარა. თანამედროვე მომხმარებელი უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობას და ხანგრძლივ სანდოობას ითხოვს. ამ ვითარებაში დეველოპერის მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურის სწორად დაგეგმვაა — პროექტის დაწყების პირველივე ეტაპიდან.


რატომ უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას პროექტის დასაწყისში?

დეველოპერისთვის ყველაზე დიდი შეცდომაა მიდგომა: „დაზოგოს დღეს და გადაიხადოს ხვალ“.

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ინფრასტრუქტურის არასწორად შერჩევამ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალი პრობლემა შექმნას. დაბალი ხარისხის HVAC სისტემების ან ლიფტების გამოყენება მომსახურებისა და რემონტის ხარჯებს ზრდის, მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს და პროექტის რეპუტაციას ვნებს.

სწორედ ამიტომ, ICE პარტნიორობას პროექტის დეტალური ანალიზით იწყებს, რათა თავიდანვე შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის ამართლებს.


ICE: ტექნოლოგიური პარტნიორი და არა უბრალოდ მომწოდებელი

ICE-ის როლი არ მთავრდება სისტემების მონტაჟით. კომპანია დეველოპერებს სთავაზობს სრულყოფილ სერვისს, რომელიც მოიცავს:

  • სტრატეგიულ კონსულტაციას: ICE ეხმარება დეველოპერს, პროექტის კონცეპტუალურ ეტაპზევე განსაზღვროს, რომელი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე ეფექტური პროექტის ტიპისა და მასშტაბის მიხედვით.
  • ტექნიკურ მხარდაჭერასა და მონტაჟს: ICE უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის მონტაჟს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომის რისკს.
  • გრძელვადიან სანდოობას: კომპანია მომსახურებას უწევს დამონტაჟებულ სისტემებს, რაც პროექტის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.


წარმატების ისტორიები, რომლებიც თავად მეტყველებენ

ICE-ის პორტფოლიო ასახავს მის გამოცდილებას როგორც კომერციულ, ისე საცხოვრებელ თუ სახელმწიფო პროექტებში:

  • Orbi City, Tbilisi Gardens, Radisson Blu: ICE-ის ლიფტები აქ ყოველდღიურად ათასობით სტუმარს ემსახურება.
  • Galleria Tbilisi, McDonald's, Carrefour : ობიექტი, სადაც ყოველდღე ათასობით ვიზიტორი მოძრაობს. ICE-ის სისტემებმა აქ უსაფრთხოება და გამართულობა უზრუნველყო.
  • საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე: ამ სტრატეგიულ შენობებში ICE-ის სისტემები დღეს წარმატებით მუშაობს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტების, რომლებსაც კომპანია უდგას გვერდით.

ICE-ის პრემიუმ ხარისხი და სწორი დაგეგმვა ის ორი ფაქტორია, რაც დეველოპერს აძლევს საშუალებას, თავისი პროექტი არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც კონკურენტუნარიანად წარმოაჩინოს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა