მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სერვისებს სთავაზობს ბაზარს ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების მწარმოებელი „ენლილი“

news image
mbc image

ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების მწარმოებელი კომპანია „ენლილი“, მომხმარებელს როგორც დეჰიდრატორებს, ასევე სრულფასოვანი საწარმო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობას სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ენლილის“ დამფუძნებელს ბადრი ციქუბაძეს ესაუბრა.

„გარდა იმისა, რომ დეჰიდრატორების ხელმისაწვდომობა არ არის, აღმოჩნდა, რომ  ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ბიზნესის დაწყება. მითუმეტეს, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, მაგრამ მათი საქმიანობა თანამედროვე სოფლის მეურნეობას არ არის მთლად მორგებული და არც მომგებიანია. იმიტომ რომ პირველად ხილს ცდილობენ, რომ გაყიდონ და ისეთ დროს მოდის მათი მოსავალი, როცა ყველას მოსავალი აქვს  და ძალიან დაბალია თვითღირებულება და ამონაგებიც მინიმალურია. ასევე უმეტესობას არ აქვს ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ეს ხილი დამუშავდეს და მიიღო მაღალ ღირებული პროდუქტი, შეინახო უფრო დიდხანს, გაყიდო 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო ძვირად და სარგებელიც მეტი მიიღო. შესაბამისად, ერთი მიმართულება დავამატეთ კონსულტირება, საწარმო ციკლის აწყობა, რაც სჭირდება დაწყებული ხილის გარეცხვიდან დაფასოებამდე დასრულებული.

შესაბამისად, ზოგს გრანტი ჰქონდა, ზოგს საკუთარი დანაზოგი და ამ თანხის ფარგლებში შესაბამისი სიმძლავრის გადამამუშავებელი საწარმოების შეთავაზება დავიწყეთ და რასაც ვუყურებთ ძალიან გამოადგათ და მუშაობს ეს მეთოდი. ამან მოითხოვა ის, რომ ქართული კომპანიები იყვნენ შემომტანი კომპანიები იმიტომ რომ ადგილზე ყველანაირი ტექნიკა არ იწარმოება. თუ არ არის მსხვილი გაყიდვები დიდ მაღაზიებს არ უღირთ ერთეული ტექნიკის შემოტანა და უკვე 2023 წელს დავამატეთ იმპორტი, რითაც უზრუნველვყოფთ ამ მომხმარებლების ინტერესების სრულყოფას. ვაწყობთ საწარმოო ციკლებს. ამ ეტაპზე ვემსახურებით მცირე და საშუალო ბიზნესს გამომდინარე ჩვენი რესურსებიდან მეტს ვერ ვწვდებით, თუმცა შესაძლებლობები ცოდნიდან გამომდინარე გვაქვს, რომ მსხვილ ბიზნესსაც თავისუფლად მოვემსახუროთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე.

კომპანიის უპირატესობა სხვადასხვა ფაქტორებს მოიცავს. როგორიც არის: ცოდნა, პროდუქციის უნიკალურობა და სხვა.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია: უნიკალური დეჰიდრატორები, რაც აქტიურად გამოიყენება, ასევე ცოდნა, რაც სხვებს არ აქვთ და მომხმარებელიც მაგიტომ ირჩევს ჩვენთან ყოფნას და თანამშრომლობას, რომ ჩვენთან არის ცოდნის გაზიარების რესურსიც, ანუ ტექნიკას კი არ ვაწვდით მხოლოდ, არამედ ვუხსნით როგორ გამოიყენოს, როგორ უფრო უკეთესია, როგორ დააჯგუფოს სხვადასხვა ტექნიკა, რომ ციკლი მიიღოს და ბაზარზე გაიტანოს. ეს ბაზარზე გატანილი პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი და შესაბამისად,  ერთიანი კონსულტაცია ბევრად მეტს ნიშნავს და ცოდნის მიღება, ვიდრე მარტო ტექნიკის ყიდვაში დახმარება ან საწარმოს აღჭურვა. იმიტომ რომ ამას  სჭირდება მართვა, დაგეგმარება, შენახვის პირობები , HACCP  სტანდარტის , ISO სტანდარტების დაცვა. ჩვენ ცოდნა გვაქვს და ვაძლევთ თავიდანვე, როდესაც  საწარმოს იწყებენ ნულიდან,  მოაწყონ ისეთი სტანდარტით, რომ არც ევროკავშირში გაუჭირდეთ  მათ პროდუქციას გასვლა, არც ადგილობრივ ბაზარზე, არც მარკეტებში შესვლა და ა.შ  “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ენლილი“ -ს , როგორც ვებ, ასევე ფეისბუქ გვერდებზე:

https://www.facebook.com/ENLILIi/

https://www.enlili.ge/ka/about-us

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა