მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სერვისებს სთავაზობს Green Steps-ი მომხმარებლებს

news image
mbc image

Green Steps • გრინ სთეფსი - აგრო სოლუშენს ჯგუფში შემავალი გარემოსდაცვითი კომპანიაა, რომლის საქმიანობის არეალი მოიცავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას გარემოსდაცვითი მიმართულებით, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას.

კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექსპერტებით, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა ეკოლოგია, ბიოლოგია, ზოოლოგია, ჰიდროლოგია, გეოლოგია, ნარჩენების მართვა, გეოინფორმაციული სისტემები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Green Steps-ი 2024 წლიდან GREDA -ს წევრია.

რა პროექტებზე მუშაობს კომპანია და რა არის დღეს Green Steps-ის კონკურენტული უპირატესობა, დეტალებზე Business Insider Georgia Green Steps-ის აღმასრულებელლ დირექტორს ქრისტინა კოროშინაძეს ესაუბრა.

- Green Steps 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, თუმცა მუშაობის პირველ წლებში კომპანია გარემოს დაცვის ნაწილში ძირითადად სოფლის მეურნეობის თემებზე მუშაობდა, თუმცა 2023 წლის იანვრიდან ვმუშაობთ სრულიად გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ყველა იმ მიმართულებით, რასაც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მოიცავს, მაგალითად როგორცაა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ჰესების მშენებლობა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, მდინარიდან წყალაღება, გზების მშენებლობა და ასე შემდეგ. ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიების მიმართულებით.

- განახლებადი ენერგიის მიმართულებით რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ და ზოგადად როგორია მოთხოვნა თქვენს მაგალითზე?

- განახლებად ენერგიაზე ბოლო პერიოდში უფრო მეტად წამოვიდა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან, რადგან ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი ამ მიმართულებით, როგორც იცით, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ბაზარზე მსოფლიოში, რაც თავის მხრივ აისახება საქართველოზეც. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მზის პანელების მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.

ქარის მიმართულებით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კოპენჰაგენში შევხვდით დანიურ კომპანიას (Danish Renewable), რომელიც საქართველოში გეგმავს პროექტის განხორციელებას. ქარის მიმართულებით ჩვენ რა პროექტებიც განგვიხორციელებია, ეს გახლავთ გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება. ეს არის პრე-კვლევა, როდესაც ბიზნესს ვეუბნებით ზოგადად რა ხდება იმ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მიმართულებით, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და რაიმე რისკებთან ხომ არაა დაკავშირებული პროექტის განხორციელება. ქარის ნაწილში ასევე, ამ ეტაპზე ვმუშაობთ მონიტორინგის მიმართულებით. კერძოდ, საუბარია ნიგოზას ქარის ელექტროსადგურზე, რომლის მშენებლობაზეც ნებართვა უკვე გაცემულია და თურქული კომპანია „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ი მშენებლობას იწყებს. აღნიშნულ პროექტზე გაცემულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო პირობა, რომ ფრინველებზე, კერძოდ ფასკუნჯებზე გაკეთდეს მონიტორინგი. ვინაიდან იმ ტერიტორიაზე ფიქსირდება წითელ ნუსხაში შეტანილი ფასკუნჯის მიგრაცია, ამიტომ კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ჩაატარებს კვლევებს, სადაც ფრინველები ფრენის ტრაექტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება შეგროვებული. ჩვენ გავაკეთეთ აღნიშნული ფრინველების „radio-tagging”-ი, და ახლა ვაკვირდებით მათი ფრენის ტრაექტორიას. ეს გახლავთ 3 წლიანი მონიტორინგი და ჩვენ ერთი წლის თავზე უკვე დავწერთ ანგარიშს, სადაც ვიტყვით რამდენად ახლოს შეიძლება დაფრინავდნენ ეს ფრინველები იმ ადგილთან, სადაც ქარის ტურბინები უნდა მოეწყოს, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ ისინი ფრენის დროს დაზიანდნენ და ასე შემდეგ.

- საქართველოზე გადის გადამფრენ ფრინველთა სამიგრაციო გზა, რომელზედაც ტრაფიკი ძალიან მაღალია. სწორედ ამ გზაზე ფრინველების გადაადგილების შესასწავლად და მონიტორინგისთვის საქართველოს წლებია ბევრი მეცნიერი სტუმრობს. თქვენ აღნიშნულ მეცნიერებთანაც გაქვთ კომუნიკაცია, თუ ამ კვლევას საკუთარი ძალებით აკეთებთ?

- რაზეც თქვენ საუბრობთ ეს გახლავთ bird watching-ი, სადაც ფრინველებზე დაკვირვებას ახორციელებენ როგორც უცხოელი ისე ქართველი მეცნიერები და მკვლევარები. ჩვენი ექსპერტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. აღნიშნული კვლევები დავიწყეთ გაზაფხულზე. საინტერესოა, რომ საქართველოში ფასკუნჯებზე ამ მასშტაბის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ანუ ეს დაკვირვება მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარის ტურბინების მშენებლობის პროექტისთვის, არამედ სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც. გარკვეული პირველადი შედეგები უკვე გაქვს, რომელიც მხოლოდ დამკვეთთან გაქვს გაზიარებული, რადგანაც ჯერ კიდევ ვაკვირდებით. GPS მონაცემების მიხედვით, უკვე ვნახეთ, რომ ფასკუნჯებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს და უკვე აფრიკაში არიან. რაც შეეხება GPS-ს ანგარიშს, მას უკვე 2025 წლის გაზაფხულზე გამოვაქვეყნებთ.

- რა არის დღეს Green Steps-ის კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა მოგანიჭოთ მომხმარებელმა თქვენ უპირატესობა?

- საკონსულტაციო კომპანიამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი 7 წლის განმავლობაში, სადაც ზუსტად ამ თემებთან მქონდა შეხება. იგივე დოკუმენტებს, რასაც ახლა ჩვენ ბიზნესისთვის ვქმნით, სამინისტროში ვკითხულობდი და როგორც ექსპერტი. შესაბამისად იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც საჯარო უწყებაში მუშაობით დამიგროვდა, ზუსტად ვიცოდი რა აკლდა დოკუმენტებს და ბიზნესს სად ჰქონდა პრობლემები. როდესაც კომპანიის შექმნა გადავწყვიტეთ, ზუსტად ეს კითხვები დავუსვით ჩვენს თავს, თუ სად უჭირდა ბიზნესს და ასევე გარემოს დაცვით ნაწილში სად უჭირდა საკონსულტაციო კომპანიებს და გადავწყვიტეთ ეს „გეფი“ ამოგვევსო. შესაბამისად, კარგად ვიცით რა სჭირდება ბიზნესს და რაზე ამახვილებს ყურადღებას სამინისტრო ნებართვის გაცემამდე.

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის დედლაინების მკაცრი კონტროლი. ასევე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია ბიზნესის ნაცვლად. ანუ ბიზნეს არ უწევს, რომ გაიგოს წერილის ნომერი, მერე დაუკავშირდეს სამინისტროს და არკვიოს მისი პროექტის ბედი. ამ ნაწილს ვაკეთებთ ჩვენ და ბიზნესს დამატებითი ძალისხმევა აღარ უწევს. ვადებთან ერთად უმნიშვნელოვანესია ამ დოკუმენტების ხარისხი და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც ვართ გამორჩეული, რადგანაც გზშ-ს დოკუმენტები სამინისტროში 400-500 გვერდი შედის და ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, რადგანაც დოკუმენტს არ ვავსებთ ძველი, ზედმეტი ინფორმაციით და copy-paste-ით.

დასკვნის სახით გეტყვით რომ ვფიქრობ ჩვენი განსხვავებულობა მუდმივად ახლის ძიებაშია, მაქსიმალურად ვცდილობთ ექსპერტებს შევუქმნათ კარგი გარემო, მაგალითისთვის შევქმენით „ექსპერტთა კლუბი“, სადაც პერიოდულად ვხვდებით მათ და ვსაუბრობთ ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე.

ამჟამად ვმუშაობთ ტექნოლოგიური მიმართულების დამატებაზე, რადგან ჩვენი მიზანია ბაზარზე ვპოზიციონირდეთ როგორც სიახლეების შემომტანი ტექნოლოგიური სერვისების მქონე გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია.

- რატომ GREDA-ს წევრობამ ანუ რას აძლევს Green Steps- საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის წევრობა, რომელსაც კომპანია სულ ახლახან შეუერთდა.

- ჯერ ერთი გეტყვით, რომ GREDA საკმაოდ საინტერესო პლატფორმაა იმისათვის, რომ ბიზნესთან გვქონდეს პირდაპირი წვდომა და უშუალო კომუნიკაცია. ვფიქრობ, როცა საკონსულტაციო სფეროში ხარ ბიზნესთან უნდა გქონდეს მაქსიმალური სიახლოვე, რომ უკეთ გაიგო თუ სად უჭირს, რა პრობლემა აქვს მას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ბიზნესთან ვყოფილიყავი მაქსიმალურად ახლოს და მათი პრობლემები გაგვეაზრებინა, გადაჭრის გზები გვეპოვა და ჩვენს საქმიანობაში გვეთარგმნა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა