მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

რა სერვისს სთავაზობს Kotejebi.ge მომხმარებლებს

news image
mbc image

Kotejebi.ge მეხუთე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

„Kotejebi.ge ბაზარზე ოპერირებს უკვე მეხუთე წელია. ჩვენი კომპანია არამარტო კოტეჯებით მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ რკინა-ბეტონით მშენებლობასაც. ეს შეეხება გარე ფასადებს, შიდა ფასადებს, ლანდშაფტის მოწყობას და ა.შ. ვამზადებთ ასევე რბილ ავეჯს, ეზოს ავეჯს", - ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე.

Kotejebi.ge -ს ასორტიმენტი მრავალფეროვნებით ხასიათდება, როგროც სამშენებლო, ასევე რბილი ავეჯის წარმოების მიმართულებითაც.

„ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. სამშენებლო სფეროს, რაც შეეხება გარე პერიმეტრზე კოტეჯების კუთხითაც და შიდა ავეჯის თვალსაზრისითაც, აქტიურად ვამზადებთ პროდუქციას. გვაქვს კოტეჯების გაქირავების პლატფორმა Kotejebi.ge, სადაც  მსურველი შედის საიტზე, მისთვის სასურველ ლოკაციაზე ეძებს კოტეჯს და ჯავშნის. ჩვენ ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე.

საინტერესოა ისიც, რომ კომპანია კოტეჯების დამზადებას უზრუნველყოფს 2-3 კვირის ვადაში.

„ჩვენი უპირატესობა არის სერვისი. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისს, პროექტის დაგეგმრებიდან მის საცხოვრებლად, მზა მდგომრეობამდე მიყვანის ჩათვლით. გვაქვს ასევე  მიწებიც. Miwebi.ge ჩვენი ვებ-გვერდია. მომხმარებელი, რომ მოდის არის შემთხვევები, როდესაც მიწაც არ აქვს და ამ შემთხვევაში მიწასაც ვთავაზობთ. მომხმარებელს კი აქვს შესაძლებლობა, ადგილზე პერიოდული მოსვლის  და ნამუშევრის შემოწმების. თუ მოსვლას ვერ ახერხებს შეუძლია კამერების მეშვეობით ადევნოს თვალი სამუშაო პროცესებს “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა