რა შედეგებით დაბრუნდა Agrolane „Foodex Japan" 2025 - დან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025" ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინი. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, იაპონიის ბაზარი მეტად საინტერესო და მდიდარია. გამოფენა კი მეტად პროდუქტიული იყო კომპანიისთვის.
„ზოგადად, ძალიან საინტერესო და მდიდარი ბაზარია. ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ 120 000 000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზაა. საშუალოზე ზევით არის შესყიდვისუნარიანობა. ძალიან პროდუქტიული გამოფენა გვქონდა. ჩვენ წინასწარაც გვქონდა რაღაც შეხვედრები დაგეგმილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ წელს სეზონზე იაპონიაში ექსპორტს დავიწყებთ “, - ამბობს კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი.
„აგროლეინის“ ძირითადი საექსპორტო ბაზარი გალფის ქვეყნებს მოიცავს, თუმცა იგეგმება არეალის გაფართოება.
„ჩვენი ძირითადი ექსპორტიორი გალფის ქვეყნები იყო. შარშან საცდელი მიწოდებები გვქონდა ინდოეთში, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა და ჩვენ წელს აქტიურად ვიმუშავებთ ინდოეთის მიმართულებითაც, მიწოდების კუთხით “, - აღნიშავს კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების 70%-ი ექსპორტზე მოდის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.