მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა შედეგებით დაბრუნდა „ფრუტ ლოჯისტიკა“ SIAL Paris 2026-დან

news image
mbc image

კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკამ“ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული არტიზანული პროდუქცია კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026-ზე წარადგინა და მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო კაპანაძემ განუცხადა.

„კომპანია ფრუტ ლოჯისტიკამ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული არტიზანული პროდუქცია კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026-ზე წარადგინა, რომელიც საფრანგეთში, 17-21 ოქტობერს გაიმართა.

მსგავს გლობალურ პლატფორმაზე ქართული კომპანიების წარდგენა, რომელიც საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერით შედგა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის, ცნობადობის გაზრდისა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების განვითარებისთვის.

თუმცა, ჩვენი კომპანიისთვის გამოფენაში მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა განაპირობა „გურმანიას“ მოცვის საწებლის შერჩევამ SIAL Innovation-ის სტენდისთვის. მოცვის საწებელი არის პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც SIAL Innovation-ის სტენდზე განთავსდა, როგორც ინოვაციური პროდუქტი და მიენიჭა სპეციალური ლოგო ორი წლით გამოყენების უფლებით.

ეს არის ქართული, ტრადიციული საწებლების რეცეპტით დამზადებული არტიზანული პროდუქტი, რომელიც 2026 წელს შეიქმნა. ის არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და მის შემადგენლობაში 95% ქართული მოცვია. სწორედ ამ რეცეპტის საფუძველზე მიიღო SIAL Innovation-ის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჟიურიმ გადაწყვეტილება მოცვის საწებლისთვის რჩეულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ეს აღიარება კომპანიისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევაა, არამედ ქართული პროდუქტის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობაცაა. მოცვის საწებლის ინოვაციურ პროდუქტად გაცხადება ადასტურებს, რომ ქართული წარმოების პროდუქტებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილი დაიკვიდრონ საერთაშორისო კვების ინდუსტრიაში და კონკურენტულ გარემოში თავი წარმოაჩინონ საკუთარი გამორჩეული მახასიათებლებით. ინოვაციური პროდუქტის სტატუსი ზრდის მის ხილვადობას და ქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ პოტენციურმა პარტნიორებმა ქართული წარმოების პროდუქტი უფრო ფართო ინტერესის კონტექსტში განიხილონ.

ჩვენთვის საერთაშორისო აღიარება მხოლოდ მიღწეული შედეგი არ არის, ეს არის განვითარების შემდგომი ეტაპის საფუძველიც - კომპანიის მიზანია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ეტაპობრივად განავითაროს საექსპორტო მიმართულება და „გურმანიას“ პროდუქცია საერთაშორისო მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ფრუტ ლოჯისტიკა ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე ოპერირებს, თუმცა განიხილება სხვა საერთაშორისო ბაზრებიც, შესაბამისად, წარმოების გაფართოება და წარმადობის გაზრდაც.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა სწორედ ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებსა და სხვა პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასეთ გარემოში მონაწილეობა კომპანიას საშუალებას აძლევს უკეთ შეისწავლოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები, გაეცნოს ინდუსტრიის ტენდენციებს და საკუთარი პროდუქცია პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინოს. SIAL Paris 2026-ზე მიღებული გამოცდილება ფრუტ ლოჯისტიკისთვის ქმნის საფუძველს, რომ კომპანიამ კიდევ უფრო მიზანმიმართულად იმუშაოს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის“, - აცხადებს ნინო კაპანაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა