რა შედეგებით დაბრუნდა ქართული თხილის საწარმო Ig Agro ემირატებში გამართული GULFOOD 2025-დან
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით GULFOOD 2025-ზე 30-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ექსპორტიორები (24 კომპანია) სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ, სადაც ქართული დელეგაცია მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი.
იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც GULFOOD-ში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტების ქართული თხილის საწარმო Ig Agro • აიჯი აგროც იყო. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ლუკა მიქელაიშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, GULFOOD ყოველთვის კარგი შედეგის მომცემია.
„Ig Agro, როგორც შარშან ასევე წელსაც იმყოფებოდა GULFOOD 2025-ზე. GULFOOD არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა, რადგანაც ჩვენი აზრით ის ვიზიტორების და „ბაიერების“ რაოდენობით ალბათ ნომერ პირველია და ყოველთვის ძალიან შედეგიანიც. ბევრი ახალი კონტაქტი შევიძინეთ, გავიცანით ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციური კლიენტები, ასევე გავაღრმავეთ ურთიერთობა არსებულ კლიენტებთან, რომლებიც ყოველწლიურად ესწრებიან გამოფენას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი არის. მასში მონაწილეობენ, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდანაც. ჩვენც, როგორც თხილის მწარმოებლები, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია საქართველოს რეალობაში, ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ხალხთან ურთიერთობით, ვისთანაც ვამყარებთ კონტაქტს. შემდეგ უკვე მათთან მთელი წლის განმავლობაში მიდის კომუნიკაცია. შარშანდელი GULFOOD-დან მოყოლებული ბევრთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ და წელსაც ახალი კლიენტები ემატებიან“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლუკა მიქელაიშვილი.
Ig Agro ამჟამად ბევრ ქვეყანაში აწარმოებს ექსპორტს, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასაც აქტიურად გეგმავს.
„საექსპორტო ბაზრების გაფართოებას რა თქმა უნდა ვგეგმავთ. ზუსტად ამიტომ ვმონაწილეობთ და ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი GULFOOD, რომ გავაფართოოთ ჩვენი სარეალიზაციო და საექსპორტო ბაზარი. დაფუძნების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ექსპორტზე ვაწვდით ჩვენს პროდუქტს იტალიას, გერმანიას, პოლონეთს, საფრანგეთს, თურქეთს ისრაელს. ისრაელიდან იყო წელს ძალიან დიდი დაინტერესება. ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, მაროკო, ლიბია ალჟირი, ასევე დაინტერესება და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანიებთან “, - აცხადებს ლუკა მიქელაიშვილი.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია ასორტიმენტის ზრდას არ გეგმავს.
„ამ ეტაპზე უპირველესი პრიორიტეტი არის გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ექსპორტის მიმართულებით პროდუქტების არსებული ასორტიმენტით. ჯერ-ჯერობით ასორტიმენტის გაფართოებას არ ვგეგმავთ შემდეგი ორი წლის განმავლობაში, თუმცა რა თქმა უნდა მუდმივად მიმდინარეობს გაუმჯობესება საწარმოო პროცესის, დახვეწა და ვფიქრობთ გადაიარაღებას გაუმჯობესების კუთხით გავაგრძელებთ, როგორც ყოველთვის “, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი ლუკა მიქელაიშვილი.
ცნობისთვის, Ig Agro • აიჯი აგრო დაფუძნდა 2021 წელს, ქარხანა კი ექსპლუატაციაში შევიდა 2022 წელს.
შეგახსენებთ, რომ GULFOOD 2025-ზე ქართული დელეგაცია მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: თხილი და თხილის პროდუქტები, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ხორცპროდუქტები და სხვა. GULFOOD ყოველწლიურად 5000-ზე მეტ მონაწილესა და 100 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაზე ვიზიტორების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.
სხვა სიახლეები
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად
20.11.2026.18:23
5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.
ღონისძიების დეტალები: