რა შედეგებით დაბრუნდა ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია ROYAL B სინგაპურში გამართული საერთაშორისო გამოფენა FHA-დან
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სინგაპურში, აზიის წამყვან საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FHA (Food & Beverage Trade Show), 10-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია ROYAL B. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს ნინო წიწილაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, გამოფენა ნაყოფიერი იყო.
„გამოფენა იყო ნაყოფიერი, კმაყოფილები ვართ. კონტაქტი გვქონდა რამდენიმე დაინტერესებულ პირთან, რომლებთანაც ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ნინო წიწილაშვილი.
კომპანია პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს, ამ ეტაპზე კი ROYAL B ცაცხვის თაფლს აწარმოებს.
„ვაპირებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას. ამ ეტაპზე გვაქვს ცაცხვის თაფლი. სეზონზე ვგეგმავთ აკაციას, წაბლისა და ასევე თხილის თაფლის დამატებას. პროდუქციის გამრავალფეროვნებას ვაპირებთ“, - ამბობს ნინო წიწილაშვილი.
კომპანია, ძირითადად ექსპორტის მიმართულებით მუშაობს და ლოკალურ ბაზარზე არ არის წარმოდგენილი. ROYAL B -ის მიზანი მსოფლიოსთვის ქართული პროდუქციის გაცნობაა.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან მათ შორის, ევროპის ქვეყნებთანაც, რომლებთანაც ვგეგმავთ შეხვედრებს ექსპორტის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ. ლოკალურ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილები. კომპანიის ყველა წევრი ჩართულია იმაში, რომ მოვიპოვოთ კონტაქტები და საზღვრებს გარეთ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ჩვენი მიზანი არის, რომ მსოფლიომ გაიცნოს ქართული, ნატურალური, მაღალი ხარისხის პროდუქცია, რითაც ნამდვილად გამოვირჩევით “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ნინო წიწილაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ROYAL B - ის საქმიანობა ძირითადად, ექსპორტსა და უცხოურ მომხმარებელს მოიცავს. კომპანია იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხარისხის კონტროლის სისტემებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სისუფთავესა და უსაფრთხოებას. „ROYAL B“ ასევე ფლობს HACCP და ISO სერტიფიკატებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.