მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა შედეგებით დაბრუნდა საკონდიტრო „სანდომი“ Gulfood-დან 

news image
mbc image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით GULFOOD 2025-ზე 30-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ექსპორტიორები (24 კომპანია) სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ, სადაც ქართული დელეგაცია მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარმოდგენილი. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც GULFOOD-ში მიიღეს მონაწილეობა საკონდიტრო კომპანია სანდომი • Sandomi-ც იყო. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თეკლა თალაკვაძეს ესაუბრა.

მისივე თქმით, კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე წარდგენა და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორობის მიზნით.

„ჩვენთვის, როგორც ქართული კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებს გარეთ პროდუქციის ექსპორტზე გატანა. სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესო  იყო ჩვენთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ქ.დუბაიში "Gulfood 2025"-ზე წარდგენა  და საკუთარი პროდუქციის გაცნობა პოტენციური პარტნიორობის მიზნით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ  სახელმწიფო უწყების "აწარმოე საქართველოში" დიდი წვლილი ჩვენს მსგავს პროექტებში ჩართვაში, რადგან მოგეხსენებათ, მათი მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო სექტორის მაქსიმალური განვითარება, რაც ბუნებრივია ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, რადგან ეს ვიზიტი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა “, - ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე.

კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა და ტკბილეულის ხაზის გარდა საკუთარ მომხმარებელს ამჟამად, მარილიანი „სნექის“ ხაზსაც სთავაზობს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა