რა შედეგებით დაბრუნდა Spielwarenmesse 2026 - დან ახალი ქართული ბრენდი „ავეჯია“
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, სათამაშოების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა, Spielwarenmesse 2026. წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო „ავეჯია“. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო სამხარაძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით Spielwarenmesse 2026 - ის გამოფენას?
Spielwarenmesse 2026 იყო პირველი საერთაშორისო გამოფენა „ავეჯიასთვის“, რომელზეც წარვადგინეთ ჩვენი პროდუქცია მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. ეს არის გლობალური B2B პლატფორმა, სადაც სათამაშოების ინდრუსტრიის მსოფლიოში წამყვანი კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენა აერთიანებს ბიზნესის სრულ სპექტრს - მწარმოებლებს, მსხვილ შემსყიდველებს, დისტრიბუტორებს, სხვადასხვა სერვისის მომწოდებლებს. ეს არის საუკეთესო ადგილი სადაც, ერთის მხრივ, პირდაპირ შეგიძლია დაამყარო კავშირი შენს სამიზნე ბიზნეს აუდიტორიასთან, და მეორეს მხრივ, გაიზიარო უდიდესი მსოფლიო გამოცდილება. ასეთი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც უაღრესად სასარგებლო და ნაყოფიერი.
„ავეჯიასთვის“ გამოფენა დიდი გამოწვევა იყო, მათ შორის იმ კუთხითაც, თუ როგორ მიიღებდნენ ჩვენ პროდუქციას სფეროს უშუალო წარმომადგენლები, პროფესიონალი შემფასებლები. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ „ავეჯიამ“ ნამდვილად შეძლო წარმატების მოპოვება როგორც ორიგინალური დიზაინის, ასევე შესრულების ხარისხის კუთხით, რაც ძალზე გვახარებს. მივიღეთ თანამშრომლობის შემოთავაზებები ევროპის ქვეყნებიდან, შედგა ბევრი მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, გვაქვს კონკრეტული დაინტერესებები, რომლებზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და იმედი გვაქვს რომ შედეგიანად დასრულდება.
- აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ექსპორტის კუთხით რომელიმე ქვეყანასთან?
როგორც აღვნიშნე, ჩვენ საკმაოდ ბევრი დაინტერესება მივიღეთ ევროპული კომპანიებისგან პროდუქციის წარმოებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან როგორც საბავშვო ავეჯის უმსხვილესი ბრენდები და ე.წ. ბრენდ ოუნერები, ასევე მიმწოდებელები საბავშვო ბაღებისა თუ საჯარო სივრცეებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - ნიდერლანები, ესპანეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, იტალია, ბალტიის ქვეყნები. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კონკრეტული დაინტერესებების მიმართულებით და უკვე ვაწარმოებთ ამ მხარეებთან მოლაპარაკებებს. ექსპორტი თავისთავად მრავალშრიანი პროცედურაა და ამ კუთხით საკმაოდ მოცულობითი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, რაც ასევე გამოწვევაა ჩვენთვის. იმედი გვაქვს მალე შევძლებთ კონკრეტული შედეგების მიღწევას, რაც წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.
- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებს შორის არის დაინტერესებების კვალდაკვალ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება უცხოურ კომპანიებთან ექსპორტის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ჩვენი წარმოება და შესაბამისად განვავითაროთ ბიზნესი. პარალელურად ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა ქართულ ბაზარზე, სადაც გარკვეულწილად „ავეჯიამ“ უკვე მოახერხა თავის დამკვიდრება როგორც ეკო-მეგობრულმა და ხარისხიანმა ბრენდმა. ვმუშაობთ ახალ პროდუქტებზე, რომელსაც მალე წარვადგენთ ბაზარზე და იმედი გვაქვს მომხმარებლის მოწონებას დაიმსახურებს.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
17.10.2026.20:21
კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.
45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.
პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.
“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.