მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

რა შედეგებით დაბრუნდა TaoFood AgroWorld Kazakhstan 2026-დან და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

TaoFood საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას და საექსპორტო მიმართულების განვითარებას განაგრძობს. AgroWorld Kazakhstan 2026-ში მონაწილეობამ კომპანიას ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და ყაზახეთის ბაზარზე თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა მისცა. კომპანიის გეგმებისა და გამოფენის შედეგების შესახებ Business Insider Georgia-ს TaoFood-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ინგა ნაფეტვარიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ AgroWorld Kazakhstan 2026-ში მონაწილეობას და რა შედეგები მოუტანა გამოფენამ TaoFood -ს?

AgroWorld Kazakhstan 2026-ში მონაწილეობას ძალიან დადებითად ვაფასებთ. გამოფენა მართლაც გამორჩეული იყო როგორც მონაწილე კომპანიების მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, ისე ვიზიტორების მაღალი ინტერესითა და ბიზნესპოტენციალით.

TaoFood-ისთვის ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო საქართველოში წარმოებული შინაური ცხოველებისა და თევზის საკვები, წარმოგვეჩინა ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები და დაგვემყარებინა ახალი ბიზნესკავშირები.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამოფენაზე მიღებული კონტაქტები მხოლოდ გაცნობითი შეხვედრებით არ შემოიფარგლა. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან და გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ეს შეხვედრები კონკრეტულ ბიზნესთანამშრომლობაში გადაიზრდება.

ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ყაზახეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული საუბარი გვქონდა ყაზახეთის ბაზრის შესაძლებლობებსა და ქართული პროდუქციის ექსპორტის პერსპექტივებზე.

გამოფენაზე შინაური ცხოველებისა და თევზის საკვების მიმართულებებით იყავით წარმოდგენილი. რომელი პროდუქციით დაინტერესდნენ ყველაზე მეტად საერთაშორისო ვიზიტორები?

სასიამოვნოა, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ინტერესი გამოიკვეთა ჩვენი წარმოების ორივე ძირითადი მიმართულების მიმართ როგორც შინაური ცხოველების, ისე თევზის საკვების შემთხვევაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ძაღლისა და კატის საკვების ასორტიმენტმა, რომელიც სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს - ეკონომიდან პრემიუმ და სუპერპრემიუმ ხაზებამდე. პოტენციური პარტნიორებისთვის საინტერესო იყო პროდუქციის მრავალფეროვნება, ხარისხისა და ფასის თანაფარდობა და ის ფაქტი, რომ საქართველოში გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტით არის სერტიფიცირებული.

ასევე მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია თევზის საკვების მიმართულებამ, განსაკუთრებით იმ ვიზიტორების მხრიდან, რომლებიც აკვაკულტურის სექტორში საქმიანობენ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქცია კონკურენტუნარიან ალტერნატივად აღიქმება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქტს ექსპორტის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეთ. რომელ ბაზრებზე გამოიკვეთა თანამშრომლობის შესაძლებლობები და რამდენად რეალურია ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება?

გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებს, მათ შორის ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და დანიიდან.

ბუნებრივია, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ყაზახეთის ბაზრისკენ იყო მიმართული. ეს არის დიდი და საინტერესო ბაზარი, რომელსაც შინაური ცხოველების საკვებისა და აკვაკულტურის მიმართულებით განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს კომუნიკაცია რეალურ პოტენციურ პარტნიორებთან და აქტიურად განვიხილავთ თანამშრომლობის კონკრეტულ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია, მოლაპარაკებები პრაქტიკულ შედეგებამდე მივიყვანოთ და იმედი გვაქვს, რომ უკვე 2027 წელს TAOFOOD-ის პროდუქციას ყაზახეთის ბაზარზეც ვიხილავთ.

ამასთან, გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ქართული კომპანიებისთვის. ეს არ არის მხოლოდ საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა - ეს არის პირდაპირი გზა ახალი ბაზრებისკენ, საერთაშორისო პარტნიორობისა და ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისკენ.

რა გეგმები აქვს TaoFood-ს 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის? იგეგმება ახალი ბაზრების ათვისება, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება ან წარმოების ზრდა?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ გამოფენაზე დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელება და მიღწეული კონტაქტების რეალურ პარტნიორობებად გარდაქმნაა.

აქტიურად ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულების განვითარებაზე, განსაკუთრებით ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებთან დაკავშირებით. პარალელურად, ჩვენი მიზანია არსებული პროდუქციის კიდევ უფრო განვითარება, ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება და საწარმოო შესაძლებლობების ზრდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად.

TaoFood-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ბაზრების ათვისება, არამედ გრძელვადიანი და სტაბილური პარტნიორობების ჩამოყალიბება. გვინდა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია სულ უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი და ხარისხთან, სანდოობასა და კონკურენტუნარიანობასთან ასოცირდებოდეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამდენი ქართული კომპანიისა და მწარმოებლის ხილვა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოში საწარმოო კულტურა ვითარდება, ქართული ბიზნესი ძლიერდება და სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

დასასრულს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო Invest in Georgia-ს, რომლის მხარდაჭერითაც მოგვეცა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია ქართული მწარმოებლებისთვის, რადგან გვაძლევს საშუალებას, გავცდეთ ადგილობრივ ბაზარს, გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო პარტნიორებს და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ქართული წარმოების განვითარებისთვის.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

09.11.2026.18:08

საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორობა ბანკის „არ გაჩერების“ ფილოსოფიის და ერთ-ერთი მთავარი ღირებულების - გულშემატკივრობის პრაქტიკული გამოხატულებაა.

ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატების აღნიშვნა არ არის - ეს ადამიანების გვერდით დგომას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გაზიარებას, მიზნებისკენ სწრაფვის მხარდაჭერასა და მიღწეული შედეგების ერთად აღნიშვნას გულისხმობს.

როგორც კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ბანკი გუნდის გვერდით დგას არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, არამედ განვითარების, სირთულეების დაძლევისა და წინსვლის მთელ პროცესში. ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ გუნდებს, რომლებიც ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენენ და მილიონობით ადამიანს საერთო მიზნისა და ემოციის გარშემო აერთიანებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიზანდასახულობასა და „არ გაჩერდეს“ სულისკვეთებას განასახიერებს - ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს ბანკის ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, კალათბურთის ნაკრების მხარდაჭერა ბანკის ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში.

საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას მომავალშიც გააგრძელებს - როგორც გუნდის ყოველდღიური შრომისა და განვითარების, ისე ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა