მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? - გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე

news image
mbc image

ზოგჯერ ბიზნესის დაწყება დიდ, რთულ და ხანგრძლივ პროცესად გვეჩვენება. თითქოს საჭიროა წლები, რომ ყველაფერი ისწავლო - ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანების მართვა თუ სტრატეგია. თუმცა, რეალობა, შესაძლოა, უფრო მარტივიც იყოს: სწორი რესურსით, ფოკუსით და ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით, რამდენიმე კვირაშიც შესაძლებელია, საკუთარ იდეას უკვე სრულიად სხვა თვალით შეხედო.

სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge - სივრცე, რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარ ტემპში, ბიზნესის შესახებ ცოდნა მიიღო და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყო.

პირველი კვირა - ბიზნეს გეგმის დაწერა

ყველაფერი ხშირად ერთი იდეით იწყება. მაგრამ მთავარია, როგორ იქცეს იგი რეალურ ბიზნესად. პირველ კვირაში სწორედ ამას - ხედვის ჩამოყალიბებას - ბიზნესგეგმის შედგენის კურსით შეძლებ.

კურსი, რომელიც 17 გაკვეთილისგან შედგება, ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადაგმაში დაგეხმარება. კურსი ბიზნესგეგმის ტიპების და ძირითადი ელემენტების მიმოხილვით იწყება, შემდგომ ლექციებზე კი გეხმარება, დეტალურად ჩამოაყალიბო შენი პროდუქტის არსი, გააანალიზო ბაზარი, განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია და კონკურენტული გარემო.

ამასთანავე, სწავლობ, როგორ დაგეგმო შემოსავლები და ხარჯები, როგორ ააწყო დაფინანსების სტრუქტურა და როგორ წაიკითხო ფინანსური შედეგები ისე, რომ შენი ბიზნესის რეალური სურათი დაინახო. საბოლოოდ, ბიზნეს გეგმა შენი გადაწყვეტილებების გზამკვლევი ხდება.

მეორე კვირა - ფინანსების მართვის კურსები

ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი ფინანსებია, სწორედ ამიტომ, მეორე კვირა ამ თემატიკის კურსებს შეგიძლია დაუთმო, ასეთებია:

„კორპორაციული ფინანსები და აუდიტი“ ან „კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები“.

ამ ეტაპზე გაიგებ:

• როგორ წაიკითხო და გააანალიზო ფინანსური მონაცემები;

• როგორ მიიღება სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები ციფრებზე დაყრდნობით;

• რა არის მოგება, ხარჯი და ფულადი ნაკადები პრაქტიკაში.

შედეგად, უკეთესად გაიგებ, როგორ მუშაობს შენი ბიზნესის ფინანსური „ლოგიკა“.

მესამე კვირა - ადამიანები და სისტემები

მესამე კვირაში ფოკუსი ადამიანებზე და სისტემებზე გადადის. ბიზნესი მხოლოდ იდეა და ციფრები არ არის - ის იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ამ პროცესს მართავენ. სწორედ ამ მიზნით,  თანამშრომლების კეთილდღეობის კურსი გაძლევს წარმოდგენას, როგორ უნდა ააწყო გუნდი, რომელიც შენს ხედვას რეალობად აქცევს პარალელურად, საქართველოში არსებული გადასახადების კურსი დაგეხმარება, რომ გარემო, რომელშიც მუშაობ, უფრო ნათელი და პროგნოზირებადი გახდეს.

მეოთხე კვირა - ზრდა და მასშტაბირება

და როცა ეს სამი ეტაპი უკვე გავლილია, მეოთხე კვირა სტრატეგიულ ხედვებსა და ზრდაზე ორიენტირებულ გეგმებს შეგიძლია დაუთმო. აქ შეგიძლია აირჩიო კურსები, როგორებიცაა:

• „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“

„პროდუქტის განვითარება“

 „ბიზნეს პროფაილინგი“

ასევე, პლატფორმა გთავაზობს ცოდნას ექსპორტისა და საერთაშორისო გაყიდვების შესახებ თუ ინვესტირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა, კურსები კი რეგულარულად ახლდება. თუ გინდა, რომ შენი იდეა რეალურ ნაბიჯებად აქციო ან უკვე არსებულ ბიზნესს ახალი ბიძგი მისცე - Businesscourse.ge არის ადგილი, საიდანაც შეგიძლია დაიწყო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

11.08.2026.14:14

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.

სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.

„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ - ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ - ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა