რა შეიცვალა 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესების შემდეგ სარესტორნო ბიზნესში
40 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, ბიზნესმა არ უნდა აღიქვას სირთულედ, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
„40 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა სარესტორნო ბიზნეს გარკვეული ნაწილისთვის მატერიალური წნეხია. გავლენას ახდენს კადრების უკმარისობაც. ესაა გარდამავალი პერიოდი და დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებები უნდა იყო დაცული“, - ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით ეს რეგულაცია ყველა ბიზნესსუბიექტისთვის პოზიტიური ცვლილებაა, „რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კვირაში 40 საათზე დიდხანს მუშაობა ადამიანის გადაღლას და მისი პროდუქტიულობის გაუარესებას იწვევს, ეს კი საბოლოო ჯამში ბიზნესსაც აზარალებს“.
რაც შეეხება იმას, გამოიწვია თუ არა რეგულაციამ ჰორეკა სექტორში ხელფასების შემცირება, ბურჯანაძე განმარტავს, რომ ეს მხარეების შეთანხმების საფუძველზე ხდება.
„თუ დასაქმებული 48 იყო დასაქმებული და 40 საათიან გრაფიკზე გადაჰყავს, შესაბამისად თუ დამქირავებელი უხდიდა 1000 ლარს, დაქირავებულს სახელფასო სარგო 800 ლარამდე უმცირდება. ეს მისაღებია თუ არა ორ პირს შორის მოლაპარაკებით წყდება. თუმცა, ახალი რეგულაციით შესაძლებელია, დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმების საფუძველზე, თანამშრომელმა კვირაში 48 საათი იმუშაოს, რაშიც ის დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა კვირაში სამუშაო საათების „ჭერი“ კანონით 60 საათია“, ამბობს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ,რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, შეიცვალა.
სპეციფიკური სამუშაოების სიიდან მთელი რიგი დარგებია ამოღებული, მათ შორის:
ამ დარგებისთვის სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრა.
სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას. დასაქმებულს შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ცხელ ხაზზე (15-75) და აცნობოს, თუკი მისი შრომითი უფლება დაირღვევა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.