რა შესაძლებლობები ჩნდება საქართველოში სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობით - დავით ნარმანიას შეფასება
ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი, ასე აფასებს სემეკის თავმჯდომარე ADB-ის დაფინანსებით დაგეგმილი პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის პროექტს, რომლის დაფინანსებისთვისაც აზიის განვითარების ბანკი 104 მლნ დოლარს გამოყოფს.
როგორც ADB-ში აცხადებენ, ქსნის ქვესადგურში 200 მეგავატიანი/200 მეგავატსაათიანი სააკუმულატორო ქვესადგურის დამატება გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულებას და გაზრდის კერძო სექტორის ჩართულობას.
ADB-მა ასევე დაამტკიცა $400,000 გრანტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს შეისწავლოს პიკურ სეზონებში წარმოებული ზედმეტი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
„ეს არის ელექტროენერგიის შემგროვებელი დიდი მოწყობილობა, რომელიც შენდება ქსნის ქვესადგურთან ახლოს. რომლის მთავარი ამოცანაც იქნება მზის ენერგია, რომელიც უხვად დაგროვდება შუადღის განმავლობაში და გადამცემი სისტემის ოპერატორი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოიყენებს პიკური მოხმარების დროს. ეს რეალურად იქნება ელექტროენერგიის საცავი. ადრე ისწავლებოდა ასე, რომ ელექტროენერგია არის ისეთი პროდუქტი, რომელიც გამომუშავებისთანავე მოხმარება უნდა მოხდეს, რადგან მისი შენახვა შეუძლებელიაო. დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია იმიტომ, რომ თანამედროვე დამგროვებელი მოწყობილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოებული ენერგია შევინახოთ. დაახლოებით ავტომობილის აკუმულატორი, რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა ის უფრო დიდი და რთული მექანიზმია. მე მაქვს ნანახი ლიტვაში 200 მგვტ სადგური, რომელსაც ოპერირებას უწებს იქაური გადამცემი ოპერატორი და აქვს ქვესადგურებთან ახლოს იმისთვის, რომ პიკის საათებში გაზრდილი მოხმარება ამით დააკმაყოფილოს. ან მეორე, თუ ხდება გარკვეული ავარია ეს უნდა დააბალანსოს დამგროვებელი მოწყობილობით“, - აცხადებს დავით ნარმანია
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
16.06.2026.19:19
„ექსპრეს ლომბარდში“ შეფასების მაღალი სტანდარტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანიაში შეფასების პროცესს მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები უძღვებიან, რაც მომხმარებლის ნივთის ზუსტ შეფასებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომპანიის თითოეული ექსპერტი გადის რამდენიმეთვიან ინტენსიურ მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ეუფლებიან შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რაც ნივთის ზედაპირის დაზიანებას ან გადაქლიბვას გამორიცხავს.
როგორ ხდება შეფასება?
პროცესი იწყება ნივთის ავთენტურობისა და სინჯის დადგენით. ექსპერტი ამას თანამედროვე, არაინვაზიური ხელსაწყოებით აკეთებს, რის შემდეგაც ნაკეთობა მაღალი სიზუსტის ელექტრონულ სასწორზე იწონება. საბოლოო ღირებულება ამ ზუსტი მონაცემებისა და მიმდინარე საბაზრო ფასის გათვალისწინებით გამოითვლება.
ასეთი მიდგომა მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მისი ნივთი შეფასების შემდეგ პირვანდელ, უცვლელ სახეს შეინარჩუნებს.
ექსპრეს ლომბარდის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939