მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

რა შესაძლებლობებს ქმნის განათლება? - გაეცანით დავით გოგიჩაიშვილის ბლოგს

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. რადგან განათლება ის ინსტრუმენტია, რომელიც არღვევს ჩარჩოებს და იძლევა განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

განათლების მნიშვნელობის შესახებ წაიკითხეთ დავით გოგიჩაიშვილის ბლოგი:


“როდის იმარჯვებს განათლება?

განათლება იმარჯვებს ყოველთვის, ყველგან და ყველას შემთხვევაში.

განათლება იმარჯვებს შესაძლებლობების საზღვრებზე.

განათლება იმარჯვებს შიშებზე.

განათლება იმარჯვებს იმ იდეაზეც, რომ თითქოს წარმატება საბოლოო წერტილია, ანუ განათლება იმარჯვებს წარმატებაზეც!

რაც არ უნდა შემდგარი, წარმატებული და თვითრეალიზებული ადამიანები ვიყოთ, მაინც გვჭირდება განათლება და თვითგანვითარება, და ზოგი ვიტყვით, რომ ამ დროს უფრო გვჭირდება.

ჩემ შემთხვევაში ამბავი იყო ასე:

როდესაც შემდგარი მენეჯერებისთვის შექმნილი ერასმუსის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამაზე მოვხვდი, ამ პროგრამის მასპინძელი იყო 5 ქვეყნის 5 უნივერსიტეტი - ნიდერლანდები, ამერიკა, მექსიკა, ბრაზილია, ჩინეთი - მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც ჩემი ჯგუფელები და აწ უკვე მეგობრები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა და კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერები, ფინანსური დირექტორები, მარკეტინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ისეთი კომპანიების, როგორიც არის მაგალითად, Bank of America, Wall-Mart, Mcdonald’s და ა.შ.


ანუ, განათლებისა და თვითგანვითარების სურვილმა გაიმარჯვა შესაძლებლობების საზღვრებზე, რადგან თავიდან მეგონა, რომ ვერ შევძლებდი და შესაძლებლობები ზღვრული იყო.

აქ მოხვედრა, ერთი მხრივ, დიდი წარმატებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მეორე მხრივ, იწვევდა დიდ შიშებსაც. „ვაიმე, ამ ხალხთან რა მინდა, ამხელა გამოცდილება აქვთ, ჩემი გამოცდილება მათთან სად მივა, ვერ გავიმარჯვებ, დავმარცხდები და ა.შ.”

აქ უკვე განათლებამ გაიმარჯვა შიშებზეც, რადგან ეს ყველა განათლებაზე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები იყვნენ და არა დომინანტობაზე, შესაბამისად, მე აღარ დამჭირდა “იცით, მე “ვეკუა” დავამთავრე და მათემატიკაში ძლიერი ვარ” ამბავი, რადგან მათ ჩათვალეს, რომ, შეიძლება არა მათი მასშტაბით, მაგრამ მათთან შედარებით მცირე მასშტაბით მე უკვე გავლილი მქონდა ორგანიზაციული განვითარების ეტაპები, ორგანიზაციული ცვლილებები, ჩემი კომპანია მქონდა, და მოკლედ, გადაწყვიტეს, რომ ჩემგანაც ბევრი რამის სწავლა შეეძლოთ.

მათი მაგალითით დავინახე, რომ განათლებას მოაქვს თავმდაბლობა, ურთიერთპატივისცემა და უნარი, რომ დავინახოთ ღირებულება ერთმანეთის გამოცდილებაში, ერთმანეთის მოსმენაში.

განათლებამ გაიმარჯვა წარმატებაზე,

განათლებამ გაიმარჯვა შიშებზე,

განათლებამ გაიმარჯვა შესაძლებლობების საზღვრებზე.

განათლება და თვითგანვითარება გვჭირდება ცხოვრების ყველა ეტაპზე, რაც არ უნდა შემდგარი და წარმატებული ადამიანები ვიყოთ.

ამ Executive MBA-ს პროგრამას ჩემთან ერთად აკეთებდა 69 წლის მაიკლი - აუდიტორული კომპანიების საუკეთესო 4-ეულის ე.წ. “Big 4”-ის წლების განმავლობაში მთავარი საგადასახადო კონსულტანტი, წარმატებული და შემდგარი ადამიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, 69 წლის ასაკში მან გადაწყვიტა თვითგანვითარების გაგრძელება, ანუ არ გაჩერება.

განათლება და თვითგანვითარება იწყება მაშინ, როცა იწყება სიცოცხლე და არ მთავრდება მანამ, სანამ არ მთავრდება სიცოცხლე.

განათლება იმარჯვებს ყოველთვის, ყველგან და ყველას შემთხვევაში”.

მეტისთვის, ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/1CbPYsTkNq/

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა