რა შეთავაზებები აქვს „გორგიას“ WEEKEND-ზე მომხმარებლებისთვის
სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგია“ შაბათ-კვირას მომხმარებლებს აქციას უმზადებს. სამშენებლო ჰიპერმარკეტში მისულ მომხმარებელს სააქციო ფასად შეუძლია შემდეგი პროდუქციის შეძენა:
გათბობის ქვაბი GELIOS PLUS 24KW - ფასდაკლებით 1349 ლარი
გათბობის ქვაბი საკვამურით - ფასდაკლებით 1799 ლარი
აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი - ფასდაკლებით 529 ლარი
ლამინატი MZ9233 1218*198*8მმ - ფასდაკლებით 13,90 ლარი
მეთლახი Gelan gray dark 50X50 - ფასდაკლებით 12,50 ლარი
კარი მდფ - ფასდაკლებით 99 ლარი
სახურავი Duramit ნაცრისფერი ტრაპეცია - ფასდაკლებით 19,07 ლარი
მიკროტალღური ღუმელი - ფასდაკლებით 139 ლარი
აეროგრილი KUMTEL - ფასდაკლებით 49,99 ლარი
დამაგრძელებელი 3-იანი 1,5 მ - ფასდაკლებით 9,88 ლარი
მინის ჭიქა - ფასდაკლებით 1,2 ლარი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროდუქციის სააქციო ფასად შეძენა შესაძლებელია ონლაინაც.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.