მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეები დაგხვდება ისევ საუკეთესო მობილბანკში - მარტის განახლება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას  აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მობილბანკს  ახალი ფუნქციონალები დაემატა.

 

აღნიშნული სიახლე მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და უფრო კომფორტული გახდეს როგორც საბანკო, ასევე სხვა სერვისების მიღება.

 

მობილბანკის მარტის თვის განახლების 5 სიახლე:

 

გადარიცხეთ მარტივად  — მობილბანკის უახლეს ვერსიაში თანხის გადარიცხვა და კომუნალურების გადახდა უკვე პირდაპირ მთავარი გვერდიდან შეგიძლიათ. საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ, რაც ოპერაციას მნიშვნელოვნად აადვილებს. ხოლო, თუ თანხას სხვას ურიცხავთ, ვალუტის შეცვლა გადარიცხვის პროცესში შეგიძლიათ ისე, რომ ახალ გვერდზე გადასვლა არ დაგჭირდებათ.

 

აღმოაჩინეთ გადახდის განვადება — ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ნივთი შეიძინეთ, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიხვდით, რომ გადახდილი თანხა სხვა რამეში გჭირდებათ. ამიერიდან დიდი თუ მცირე შენაძენისას შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მობილბანკს გადახდის განვადება დაემატა.  

გადახდის განვადება საშუალებას გაძლევთ, ნივთში გადახდილი თანხა (200-5000 ლარამდე) უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და 12 თვის განმავლობაში დაფაროთ. გადახდის განვადებით სარგებლობისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში 19.8%-დან იწყება, წინსწრებისა და გაცემის საკომისიო კი  0%-ია.

 

შეცვალეთ სესხის გადახდის გრაფიკი — თუ მიმდინარე სესხი გაქვთ ან ნაწილ-ნაწილს იხდით, გადახდის გრაფიკი უკვე მობილბანკიდან შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, თუ გსურთ, გადახდის დღე ხელფასისას დაამთხვიოთ ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსების ახლებურად გადანაწილება გსურთ, ცვლილებების განხორციელება მარტივად შეგიძლიათ.

 

აღადგინეთ Amex ბარათი მარტივად — თუ Amex-ის საკრედიტო ბარათი დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან ვადა გაუვიდა, მისი აღდგენის მოთხოვნა ახლა პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლიათ. ამისთვის, მობილბანკის უახლესი ვერსია უნდა გახსნათ და Amex ბარათის აღდგენის ღილაკს დააჭიროთ.

 

მიიღე 5 000, 10 000 ლარი და PLUS ქულები — საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, 10 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ PLUS ქულები და დასაჩუქრდეთ 5 000 ან 10 000 ლარით. წესები მარტივია, უნდა გქონდეთ მობილბანკი და გაიაქტიუროთ სასურველი პროდუქტი (მაგ: გახსნათ ანაბარი, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, შეუკვეთოთ ბარათი და სხვა.)  ნებისმიერი პროდუქტის აქტივაციაზე ყოველი მე-20, 50-ე და მე-100 მომხმარებელი მიიღებს საჩუქარს. გაზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი  ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

თუ სულ ახალი მობილბანკით გსურთ სარგებლობა, აპლიკაციის გადმოწერას/განახლებას მარტივად შეძლებთ Play Store-იდან და App Store-იდან, ამისათვის საჭიროა მოძებნოთ Bank Of Georgia და მიჰყვეთ პროცესს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა