რა სიახლეების განხორციელებას გეგმავს კახა შენგელია IBSU-სა და CU-ში
„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან 2023 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს.
მისი თქმით, მიმდინარე წელი წარმატებული იყო.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ვიყიდეთ 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო ნოემბერში „კავკასიის უნივერსიტეტმა“ შეიძინა მასშტაბური შენობა ქალაქის ცენტრში, რათა უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მიმზიდველი გახდეს სტუდენტებისთვის“,- აღნიშნა კახა შენგელიამ.
ამასთან, 2024 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი პროგრამები დაემატება, მათ შორის მედიცინა, ფსიქოლოგია, PR-ი, ხოლო „კავკასიის უნივერსიტეტში“ სიახლე იქნება ის, რომ 2024 წლის სექტემბერში ბათუმის კამპუსის გახსნაა დაგეგმილი.
„ორივე უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ბევრი პროგრამა და ახალი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული და ვფიქრობ, 2024 წელი უფრო წარმატებული იქნება ვიდრე 2023 წელი“, - ამბობს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი.
კახა შენგელიას განცხადებით, ამ პროექტების განხორციელდება პირადი სახსრებითა და საბანკო სესხებით მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.