მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებით ხვდება სეზონს „შატო ართვაინი“

news image
mbc image

ზაფხულის ტურისტულ სეზონს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში მდებარე Chateau Artwine - შატო ართვაინი განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი სერვისებით ხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „შატო ართვაინის“ გენერალურმა მენეჯერმა ანა გაბაშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში კომპლექსში გაიხსნა აუზი და გაფართოვდა ღონისძიებების მიმართულებაც, რაც სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

„ბოლო პერიოდში ჩვენს კომპლექსს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა. გავხსენით აუზი, რის შედეგადაც სტუმრებს უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც აუზით, ისე საუნებით სარგებლობა. ასევე მნიშვნელოვნად გამწვანდა ტერიტორია, რამაც გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახადა.

სიახლეები გვაქვს ღონისძიებების მიმართულებითაც. დამატებით შევიძინეთ შესაბამისი ინვენტარი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში შევუწყოთ ხელი - იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, თუ სხვა ღონისძიება. ამასთან, კომპლექსში ფუნქციონირებს გასართობი სივრცეც, სადაც სტუმრებს სხვადასხვა აქტივობითა და გასართობი ინვენტარით სარგებლობა შეუძლიათ“, - აცხადებს ანა გაბაშვილი.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ობიექტის ჯავშნების დინამიკაზე გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონია.

„მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა აქტიურია, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული გავლენა ჩვენს საქმიანობაზეც მოახდინა და რამდენიმე მსხვილი ჯავშანი გაგვიუქმდა. მიუხედავად ამისა, სეზონი სტაბილურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ აგვისტო-სექტემბერში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვგეგმავთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არსებული სერვისების ხარისხის შენარჩუნება, განვითარება და სასტუმროს პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება ბაზარზე, რათა აქტიურ რეჟიმში გავაგრძელოთ სტუმრების მიღება და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა“, - აღნიშნავს გენერალური მენეჯერი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა