მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

რა სიახლეებით ხვდება ზაფხულის სეზონს „ვარდო“ და რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

„ვარდო“ ოჯახური ფრანგული ბულანჟერიაა, რომელიც მომხმარებელს ქეითერინგის სერვისსაც სთავაზობს და ქართულ ბაზარზე მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და მრავალფეროვანი გასტრონომიული შეთავაზებებით გამოირჩევა. ზაფხულის სეზონის სიახლეებზე, ქეითერინგის მიმართულების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ელენე ბეჟაშვილს ესაუბრა. 

რა სიახლეებით ხვდება კომპანია 2026 წლის ზაფხულის სეზონს?

2026 წლის ზაფხულის სეზონს Vardo catering რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. ჩვენი მთავარი აქცენტი მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეა.

სეზონისთვის განვაახლეთ მენიუ, დავამატეთ თანამედროვე კულინარიული ტენდენციების მიხედვით შექმნილი კერძები და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო გემოვნებას.

ამასთან, გავზარდეთ ოპერაციული შესაძლებლობები, რაც გვაძლევს საშუალებას ერთდროულად უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოვემსახუროთ და მომსახურების მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ.

ზაფხულის სეზონისთვის ასევე შევიმუშავეთ სპეციალური შეთავაზებები კორპორაციული ღონისძიებების, კერძო წვეულებებისა და ღია სივრცეებში გამართული ღონისძიებებისთვის.

ქეითერინგის მიმართულება „ვარდოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია - რა გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებებისგან?

Vardo catering მთავარი უპირატესობა არის ხარისხის, სერვისისა და ინდივიდუალური მიდგომის კომბინაცია. ჩვენ არ ვთავაზობთ მომხმარებლებს მხოლოდ სტანდარტულ მენიუს - თითოეული ღონისძიების კონცეფციის, ფორმატისა და ბიუჯეტის შესაბამისად ვქმნით პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროდუქციის ხარისხს, კერძების ვიზუალურ პრეზენტაციასა და მომსახურების სტანდარტს.

ჩვენი გუნდი თითოეულ პროექტს თავიდან ბოლომდე მართავს, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს სრულად კონცენტრირდეს ღონისძიებაზე.

სწორედ ეს პასუხისმგებლობა, მოქნილობა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე.

მოთხოვნის ზრდის ფონზე, იგეგმება თუ არა ასორტიმენტის ან ქეითერინგის სერვისების გაფართოება უახლოეს პერიოდში?

დიახ, მომხმარებელთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ასორტიმენტის, ისე სერვისების განვითარებაზე. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ახალი მენიუების დამატება, მათ შორის ჯანსაღი კვების, ვეგეტარიანული და სპეციალური დიეტური მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზებების გაფართოება.

ასევე ვგეგმავთ ღონისძიებების სხვადასხვა ფორმატზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პაკეტების შექმნას, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი და მოქნილი მომსახურება როგორც მცირე, ისე მასშტაბური ღონისძიებებისთვის.

რა არის კომპანიის მთავარი გეგმები და პრიორიტეტები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

წლის დარჩენილი პერიოდის მთავარი პრიორიტეტია ქეითერინგის მომსახურების, როგორც ფურშეტის ასევე ტრადიციული სუფრის მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ოპერაციული პროცესების განვითარება და მომხმარებელთა ბაზის გაფართოება.

ვაგრძელებთ ინვესტირებას გუნდის პროფესიულ განვითარებაში, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ახალი პროდუქტების შექმნაში.

ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კორპორაციული მიმართულების გაძლიერებას და მსხვილ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებას.

ჩვენი მიზანია, Vardo catering მომხმარებლებისთვის იყოს პირველი არჩევანი, როდესაც საქმე ხარისხიან, სანდო და მაღალი სტანდარტის ქეითერინგის მომსახურებას ეხება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა