მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს გეგმავს შვეიცარიული აგროსკოლა ,,კავკასია“ 2025 წელს

news image
mbc image

2025 წელს ვგეგმავთ თბილისში ბრენდული კაფე-მაღაზიას გახსნასა და გაყიდვებს ზრდას,- ამის შესახებ  Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორი მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს.

„წელს დავიწყეთ მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები და ეს მიმართულება წარმატებული იყო და ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ. USAID-თან თანამშრომლობით შედგა ეს პროგრამა და 150-მდე ფერმერი გადამზადდა“, - აცხადებს თინათინ ჯაფარიძე.

რაც შეეხება სამეწარმეო მიმართულებას, მისი თქმით, გაიზარდა სუპერმარკეტების დახლებზე წვდომა, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.

„წარმოებული პროდუქტის მასშტაბს ვზრდით. გასული წლის ბოლოს რამდენიმე ახალი პროდუქტი დაგვემატა, მათ შორის იოგურტი, კარაქი, ყველი და სხვა, რაც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებია. სამეწარმეო ბიზნესში უკვე საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი.

გარდა ამისა, გავზარდეთ გაყიდვები და სუპერმარკეტების დახლებზე წვდომის არეალს ვაფართოებთ. წელს დავიწყეთ ქსელურ მაღაზიებთან აქტიური თანამშრომლობა,  მათ შორის, გუდვილთან", კარფურთან" და სხვა. შესაბამისად, გაყიდვები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი", - ამბობს თინათინ მახარაძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა