რა სიახლეებს შესთავაზებს Sairme Glampings • Rooms & Cottages სტუმრებს ახალ სეზონზე
Sairme Glampings • Rooms & Cottages საირმეში მდებარე ტურისტული ობიექტია, რომელიც სტუმრებს ბუნებასთან ახლოს დასვენების გამოცდილებას სთავაზობს. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.
რა ძირითადი სიახლეები აქვს „საირმე გლემპინგს“ მიმდინარე პერიოდში?
„საირმე გლემპინგში“ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიის რეკონსტრუქცია და განვითარება. ვიწყებთ აუზის მშენებლობას, რაც ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება. გვინდა „საირმე გლემპინგი“ იყოს ცალკე კომპლექსი, სადაც დამსვენებლებს სრული კომფორტი ექნებათ და ტერიტორიის დატოვებაც აღარ დასჭირდებათ. სტუმრებს ადგილზე შევთავაზებთ კაფე-ბარს, გარე ბარს, კომფორტულ ნომრებს, კოტეჯებს, ბუნებასთან ახლოს დასვენებასა და მშვიდ, სასიამოვნო გარემოს.

როგორია სეზონის დაწყებასთან ერთად მოთხოვნა და რა ტენდენციებს ხედავთ ვიზიტორების მხრივ?
სეზონის დაწყებასთან ერთად მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და დაინტერესებაც აქტიურად იზრდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან. განსაკუთრებით მოთხოვნადია ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და განსხვავებულ გარემოში დასვენება. სტუმრები უფრო მეტად ეძებენ სივრცეებს, სადაც ერთდროულად მიიღებენ კომფორტს, ბუნებას, გართობასა და განტვირთვას. სწორედ ამ მიმართულებაზეა „საირმე გლემპინგის“კონცეფციაც ორიენტირებული.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს კომპანიის განვითარებაში?
სამომავლოდ ჩვენი მთავარი მიზანია კომპლექსის კიდევ უფრო განვითარება და სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ახალი გასართობი და დასასვენებელი სივრცეების დამატებაზე, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ტურისტებისთვის სრულყოფილი გარემოს შექმნაზე. გვინდა, „საირმე გლემპინგი“ იქცეს ადგილად, სადაც სტუმარი სრულ კომფორტს, ბუნებასთან ჰარმონიასა და გამორჩეულ გამოცდილებას მიიღებს.

სხვა სიახლეები
რა სიახლეებს შესთავაზებს Sairme Glampings • Rooms & Cottages სტუმრებს ახალ სეზონზე
01.06.2026.16:00