რა სიახლეებს შესთავაზებს „ტოტოს ლავანდები“ მომხმარებლებს 2025 წლიდან
ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ლავანდის სასმელების წარმოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განუცხადა, ლავანდის სასმელების წარმოებას 2025 წლიდან გეგმავენ, რომელიც „ტოტოს ლავანდების“ ტერიტორიაზე მდებარე კაფეში იქნება ხელმისაწვდომი.
„ჩვენი სურვილია 2025 წელს ვიზიტორებს ბევრი სიახლე დავახვედროთ. ვგეგმავთ ლავანდის სასმელების წარმოებას. ეს იქნება ხელით დამზადებული სასმელები ჩაი, ლიმონათი, რომლის დაგემოვნებასაც სტუმრები ადგილზე შეძლებენ. ასევე ვგეგმავთ ლავანდის გამოყენებით კულინარიული პროდუქციის დამზადებასაც“, - განაცხადა ნინო სანიკიძემ.
როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესში მუდმივად ახდენენ რეინვესტიციას და ცდილობენ გაზარდონ წარმოება და ლავანდის ზოლების ფართობი.
„ყველაზე მოთხოვნადია სხეულის მოვლის პროდუქტები, საშეები. ამ ყვავილობაზე როცა დეკორისა და სუვენირების ხაზი შემოვიტანეთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში“, - ამბობს ნინო სანიკიძე.
„ტოტოს ლავანდების“ პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით იყიდება.
„ტოტოს ლავანდები“ საგურამოში 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ეს არის ოჯახური ბიზნესი, თუმცა ლავანდების რთვლის დროს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.