მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს სთავაზობს ADwise მომხმარებელს

news image
mbc image

16 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას ვთავაზობთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სარეკლამო კომპანია ADwise • ედვაიზის დირექტორმა ანუკი ბუბუტეიშვილმა განუცხადა.

 „გვაქვს ისეთი დანადგარები, რომელიც ამიერკავკასიაში არ არის. ამ დანადგარებით ვაწარმოებთ ღვინის ეტიკეტებს, რის შედეგადაც დაჩქარდა წარმოების დრო და გაუმჯობესდა ფოლგირების ხარისხი. წარმოება ხდება ციფრული სისწრაფით და მეწარმეებს ეტიკეტის დანახარჯი შეუმცირდათ“, - ამბობს „ედვაიზის“ დირექტორი.

როგორც ანუკი ბუბუტეიშვილი ამბობს, ADwise  სერვისს საცალო და კორპორაციულ მომხმარებელს სთავაზობს. კომპანიის დაფარვის ზონა ფართოა, რადგან აქვს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურება როგორც ციფრული ისე ოფსეტური მიმართულებით.

 „ჩვენი სერვისის ძირითადი მომხმარებელია ბიზნესი, თუმცა ვმუშაობთ საცალო ბაზარზეც, რადგან მინიმალური ტირაჟი არ გაგვაჩნია. ჩვენი  მომხმარებლის 90% კორპორაციულია, 10% კი საცალო ბაზარს უკავია. კომპანიის გაყიდვები წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. კომპანიებს ვთავაზობთ შესაფუთ მასალას, მათ შორის მუყაოს პარკებს“,- ამბობს კომპანიის დირექტორი.

Adwise-მა 2012 წელს ჩამოტანა 6 ფერიანი ოფსეტური დანადგარი და გააკეთა საკუთარი სტამბა.

2021 წელს ააშენეს საკუთარი 5-სართულიანი საწარმო, რომელიც პანდემიის დროს გახსნეს.

ADwise • ედვაიზი ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და 70 ადამიანს ასაქმებს

„ედვაიზ ჯგუფმა“ 2015-2024 წლებში, სააგენტოსგან 900 000 ლარამდე მხარდაჭერა მიიღო, სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში

ამასთან, სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო შესაფუთი მასალების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Interpack 2023

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა