მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს სთავაზობს ბაზარს ქართული კოსმეტიკური ბრენდი Piel Naturals-ი

news image
mbc image

ქართულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Piel Naturals-მა ბაზარს ახალი პროდუქტები შესთავაზა. როგორც  Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, საუბარია როზმარინის ხაზზე, რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. 

„ახლახან ბაზარზე გამოვიტანეთ შამპუნები, რომლის ფორმულაზეც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პარიზსა და ბარსელონას გამოფენებზე სწორედ იმიტომ გავედით, რომ გვეპოვა შესაბამისი ინგრედიენტები, რომელიც სრულყოფდა ამ ჩვენს ფორმულებს. საუბარი მაქვს როზმარინის ხაზზე, სადაც უკვე სრული კომპლექტი გაქვს, როგორც თმის შრატი, ნიღაბი, შამპუნი და აღმდგენი კონდიციონერი, რასაც ელოდება მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, რადგანაც უცხოეთშიც ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერენ  Piel Naturals-ის პროდუქციას“, - აღნიშნა თათუკა ლომაძემ.

გარდა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისა Piel Naturals-ი გაყიდვების წერტილებსაც აფართოებს და ნოემბრის ბოლომდე Piel Naturals-ის ფრანჩაიზით ქუვეითში მაღაზია ამუშავდება.

„მაღაზია ქუვეითში ფაქტობრივად გახსნილია და ახლა პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხს ვაგვარებთ. ანუ ლოგისტიკის თემებით ვართ დაკავებული. იმედი მაქვს, რომ ნოემბრის ბოლომდე მაღაზია გაიხსნება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით გაყიდვები 15%-იან ზრდას აჩვენებს.

„ადგილობრივ ბაზაზე გაყიდვები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, გამომდინარევ იქიდან, რომ პროდუქციაც მრავალფეროვანი გაქვს და ჩვენი პროდუქციით უფრო მეტი ადამიანის პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. ჩვენი სლოგანია „ერთი წასმით შეყვარება“ და ჩვენი მიზანია, ყველა მომხმარებლის გაბედნიერება, იმ მომსახურებით რასაც ვუწევთ, რათა პრობლემები დავაიდენტიფიციროთ და  გადავაჭრევინოთ“, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

მიუხედავად იმისა, რომ Piel Naturals-მა სიახლე ბაზარს სულ ახლახან შესთავაზა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და ახალი პროდუქტების და ფორმულების შექმნაზე ინტენსიურად მუშაობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Piel Naturals-ის სპა მიმართულება თანდათან უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება, რადგანაც კოსმეტიკურმა კომპანიამ სასტუმროებთან და სპა თერაპევტებთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. 

„სამასაჟე და სპა მიმართულებით დავიწყეთ თანამშრომლობა სასტუმროებთან და სპა თერაპევტებთან და ახლახან მივიღეთ მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით მეორე და ევროპისა და აზიის მასშტაბით მეშვიდე, მასაჟისტების ჩემპიონატში მონაწილეობა. აღნიშნულია ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც Piel Naturals-ის ყურძნის წიპწის, ენდემური სამასაჟე ხაზით მუშაობდნენ საერთაშორისო ჩემპიონები“, - აღნიშნა Piel Naturals-ის დამფუძნებელმა. 

ამ დროისათვის Piel Naturals-ი ქვეყნის მასშტაბით 9 სტენდს ფლობს, ხოლო მეათე სტენდს, მალე ბათუმში გახსნის. ეს კი ბათუმში Piel Naturals-ის რიგით მეორე სტენდი იქნება, რადგანაც Piel Naturals-ის პირველი სტენდი „მეტრო სითიში“ უკვე მდებარეობს. 


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა