მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს სთავაზობს „ბექას სკოლა“ ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს

news image
mbc image

ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის შემსწავლელი - „ბექას სკოლა“ შემოდგომიდან ახალ მიმართულებას ამატებს და ენის შემსწავლელ კურსებს ამჯერად მოზარდებსაც შესთავაზებს.

როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას „ბექას სკოლის“ დამფუძნებელმა ბექა ბერიკაშვილმა განაცხადა, არსებული მოთხოვნის ფონზე სკოლა ამატებს მოზარდების კურსებს, სადაც ერთი დონის სწავლება, ერთი სასწავლო წელი (10 თვე) გაგრძელდება და კურსის ღირებულება (ერთი თვე) 230 ლარი იქნება. 

„შემოდგომიდან ვგეგმავთ გაფართოებას და ვამატებთ სასწავლო კურსს მოზარდებისთვის. დამწყებებს ეყოლებათ ქართველი მასწავლებელი, ხოლო მაღალ დონეზე მყოფ მოსწავლეებს - უცხოელი პედაგოგები. ამ კურსზე იქნება,  ინტერაქციული ქვიზები, თამაშები, ბორტგეიმები. ეს უფრო აქტივობებზე დაფუძნებული კურსია და არა საშინაო დავალებებზე, რათა მოსწავლეები ზედმეტად არ დავტვირთოთ. თითოეულ დონეზე სწავლა, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასაკობრივ ჯგუფებში 11-13 წლის და 14-16 წელის მოზარდები ჩაირიცხებიან.

ჯგუფი გადანაწილდება ასაკისა და დონეების მიხედვით. მოლოდინი გვაქვს, რომ მოთხოვნა იქნება, რადგან სულ გვთხოვდნენ რომ მოზარდების ჯგუფები დაგვემატებინა“, - განმარტავს ბექა ბერიკაშვილი.

ზრდასრული ადამიანების ენის შემსწავლელი კურსები ტრადიციულად დილით და საღამოს, ხოლო მოზარდების კურსები შუადღის საათებში იქნება, როდესაც სკოლაში თავისუფლებაა. 

ამ ფონზე „ბექას სკოლას“ პედაგოგების დამატებაც დასჭირდება.

„პედაგოგების დამატება დაგვჭირდება. პედაგოგებს სულ ვამატებთ. ზოგადად საქართველოში რთულია კვალიფიციური კადრების მოძიება. მით უმეტეს პანდემიისა და ომის გამო ბევრმა უცხოელმა დატოვა ქვეყანა და ჩვენ ძირითადად უცხოელი მასწავლებლები გვყავს. ამ ეტაპზე 27 მასწავლებელი გვაქვს და აქედან 20 მასწავლებელი უცხოელია: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან“, - ამბობს ბექა ბერიკაშვილი. 

„ბექას სკოლის“ დამფუძნებლის თქმით, ამ დროისათვის სკოლაში“ ორი მთავარი მიმართულებაა: ზოგადი ინგლისურის კურსი და ექსპრეს ინგლისურის კურსი. 

„პირველია ზოგადი ინგლისურის კურსი, რომელიც კომბინირებულად ისწავლება ქართველი და უცხოელი მასწავლებლის მიერ. ქართველი მასწავლებელი ასწავლის გრამატიკას და ლექსიკას. გრამატიკის სწავლება ხდება მშობლიურ ენაზე. პრაქტიკული ნაწილის გავლა ხდება უცხოელ მასწავლებელთან: კითხვის მოსმენით ხდება წერისა და საუბრის უნარების გაუმჯობესება.

კვირის განმავლობაში ერთი გაკვეთილი აქვთ ქართველ მასწავლებელთან, სადაც თეორიულ ნაწილს ფარავენ, ხოლო შემდეგ ორი გაკვეთილი აქვთ უცხოელ მასწავლებელთან, სადაც პრაქტიკაში გადააქვთ უკვე იმ კვირაში მიღებული ცოდნა.

მეორე კურსი გვაქვს - სასაუბრო ინგლისური ენის კურსი, რომელსაც ექსპრეს სასაუბრო ჰქვია. ექსპრესი იმიტომ ჰქვია, რომ სწრაფი კურსია.

ეს არის ადამიანებისთვის ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ინგლისურში, მაგრამ ამ ცოდნის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკაში. ანუ პასიურ ლექსიკაში უფრო კარგად აქვს საქმე და აქტიურ ლექსიკაში სჭირდება ცოდნის გადმოტანა.

გარდა ლექსიკის გააქტიურებისა აქ მთავარია ბარიერების გადალახვა, კომპლექსების მოხსნა, საუბრის უნარების განვითარება. უფრო უნარებზე განვითარებული კურსია“, - განმარტავს ბექა ბერიკაშვილი. 

ზოგადი ინგლისურის კურსი 4 თვიანია, ხოლო ექსპრეს კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა. 

რაც შეეხება კურსების ღირებულებას, სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება, თუმცა ერთი თვის ტარიფი „ბექას სკოლაში“ 300 ლარიდანაა.

„ბექას სკოლის“ კურსებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც სასაუბრო კურსებზეა. „ახლა მაგალითად ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჯგუფებში ადგილები აღარ გაქვს.  პანდემიის შემდეგ მკვეთრი ზრდა გაქვს, თუმცა პანდემიის დროსაც არ გავჩერებულვართ ონლაინ ვასწავლიდით. მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდს თუ შევადარებთ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს, დაახლოებით 20-30%-იანი ზრდაა“, - აცხადებს ბექა ბერიკაშვილი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა