მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს სთავაზობს Gogora მომხმარებლებს

news image
mbc image

კომპანია „გოგორას“ ასორტიმენტი მრავალფეროვანია და ფაქტობრივად, მოიცავს ყველანაირი ტიპის ავეჯს და ინვენტარს, რაც საჭიროა ბავშვთა ფიზიკური აქტივობისთვის. კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე Business Insider Georgia - ს კონკურენტულ უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

„ჩვენი ასორტიმენტი ფაქტობრივად მოიცავს ყველა ავეჯს და ინვენტარს ფიზიკური აქტივობისას, რაც ბაღის აღჭურვისთვის არის საჭირო. ვახდენთ ინდივიდუალიზებას ბაღების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, სადაც 60 კვადრატია სივრცე და 35 ბავშვი თავსდება იქ სხვა ტიპის ავეჯი სჭირდებათ და სადაც  30 კვადრატია და ისევ 35 ბავშვი იქ სხვა ტიპის. ფიზიკური აქტივობის ავეჯი არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომელიც სრულიად ახალია ქართულ ბაზარზე და დაახლოებით, რამდენიმე წელია რაც სულ 2-3 კომპანია ვამზადებთ. ჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ქართულ ბაზარზე არის ის რომ ჩვენ ყველაფერს ციფრული ტექნოლოგიით ვაკეთებთ. დიზაინერს შეუძლია დღის განმავლობაში შექმნას 10 ახალი პროდუქტი და მათი დამუშავების ეტაპი აბსოლუტურად ერთი და იგივეა მაშინ როდესაც ვიღაც ხელით ქმნის ამ 10 პროტოტიპს ერთი თვის მანძილზე და ბევრად რთულია ეს პროცესი. ჩვენს შემთხვევაში ეს სიზუსტე და ხარისხი არის დაცული. ყველაფრის ჭრა ერთნაირად ხდება და ა.შ და ეს ძალიან დიდი კომფორტია. ჩვენ თავიდანვე ისე დავიგეგმეთ, რომ ინდუსტრიული წარმოება შეგვძლებოდა და რაოდენობაში დიდი დატვირთვისთვის გაეძლო წარმოებას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.

2025 წლისთვის საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს კომპანიას, რომლის განხორციელებასაც აქტიურად გეგმავს. 

„2025-ის მთავარი გეგმა არის რომ სტარტეგიული დოკუმენტი შევქმნათ ბაღებისთვის, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ბაღებისთვის, რომელიც დაეხმარება შემსყიდველებს ხარისხიანი პროდუქციის მიღებაში, მოთხოვნაში პირველ რიგში და შემდეგ მიღებული პროდუქციის შედარებაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი ჩარჩო დოკუმენტის შექმნა, რომელიც იქნება რეცენზირებული ამ ბაღებისთვის. მეორე, არის ის რომ ამის საფუძველზე მათ გამოცხადებულ ტენდერებს ჩვენმა წარმადობამ უპასუხოს და ეს მოთხოვნები არის ისეთი მოთხოვნები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ კეთილსინდისიერ მწარმოებელს რომ დააკმაყოფილოს. უბრალოდ გაწერილია ისეთი დეტალები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს უხარისხო და არაეკოლოგიური პროდუქტისგან. ძირითადად, მაინც ორიენტრირებულები ვართ ქართულ სახელმწიფო და კერძო ბაღებზე.  ექსპორტის მიმართულებით, ვმუშაობთ დაახლოებით 10-მდე ევროპელ დისტრიბუტორთან, რომელსაც აქვს წარმოება ევროპის გარეთ და რამდენიმე მოლაპარაკება გვაქვს გახსნილი. გვინდა რომ უბრალოდ გამოცდილების კუთხით დავაგროვოთ, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი მოვახდინოთ. ეს ქვეყნებია: გერმანია, ინგლისი და თურქეთი. სხვათაშორის, თურქეთის რამდენიმე მწარმოებელი არის დაინტერესებული. ასევე, მომხმარებლებსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ. ორი ახალი პროდუქტის შეთავაზებას ვაპირებთ. ერთი ეს იქნება DIY (Do It Yourself - ,,გააკეთე თავად“) ხაზი ,,გოგორასი", სადაც ნახევრად დასრულებულ პროდუქტს მიიღებენ და თუ ენდომებათ თვითონ დაასრულებენ.  ინსტრუქცია ექნებათ და ეს ფასებს გახდის ბევრად ხელმისაწვდომს და მეორე, მივიღებთ ჩვენივე გაყიდულ ავეჯს, რაც გვაქვს ორი წლის განმავლობაში გაყიდული და ჩვენს პლატფორმაზე მივცემთ შესაძლებლობას მომხმარებელს რომ თავიანთი ავეჯი გაყიდონ ანუ მეორადი ავეჯი, რაც ასევე ფასის ხელმისაწვდომობას გაზრდის და ნუ ამ ცირკულარული ეკონომიკის რაღაც ნაწილი იქნება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის,  რომ ბევრი მასიური წარმოება არ მოხდეს“, - აღნიშნავს ნინო რაზმაძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა