რა სიახლეებს სთავაზობს ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ მომხმარებლებს
ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა, ახალი პროდუქტს წარმოადგენს წყალი D ვიტამინით, რაც ქართული ბაზრისთვის სიახლეა.
„ჩვენი მთავარი სიახლე არის პროდუქტი, რომელიც არის წყალი D ვიტამინით. აღნიშნული სიახლეა არამარტო ქართულ ბაზარზე, არამედ მსოფლიოშიც სულ რამდენიმე კომპანიაა, ვინც აწარმოებს მსგავს პროდუქტს. პირველი, რაც ბაზარზე შემოსვლის შემდეგ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა სანდოობის ხარისხი, პროდუქტი გავაგზავნეთ საერთაშორისოდ აკრედიტებულ “SGS”-ის ერთ-ერთ ლაბორატორიაში პარიზში. ეს არის ძალიან მაღალი დონის და სანდოობის მქონე ლაბორატორია მთელს მსოფლიოში. სწორედ აქ მოხდა ჩვენს პროდუქციაში D ვიტამინის განსაზღვრა, საიდანაც მივიღეთ დასტური და შესაბამისი ოქმი, რომ ჩვენი წყალი ნამდვილად შეიცვას D ვიტამინის იმ რაოდენობას, რაც პროფილაქტიკის მიზნით იდეალურია ადამიანის ჯანმრთელობისთვის “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე.
მისივე განმარტებით, ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მზარდია.
„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კომპანია ჯანსაღი სასმელების კომპანიის სახელით ოპერირებს შესაბამისად, ჯანსაღ სასმელებს წარმოვადგენთ. ბაზარზე საკმაოდ მზარდია ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა. მოთხოვნადი ჩვენი ორივე პროდუქტია ამ ეტაპზე რაც გვაქვს. კერძოდ, ეს არის ფერმენტირებული ჩაი, ანუ კომბუჩა და წყალი D ვიტამინით, რომელიც მათ შორის ფუნქციური დანიშნულების არის. მოთხოვნა ბუნებრივია წყალზე უფრო მეტია ვინაიდან, წყალი უფრო დიდი რაოდენობით სჭირდება ადამიანს და მოხმარებაც შესაბამისად მეტია, თუმცა კომბუჩაზეც საკმაოდ მაღალია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.