რა სიახლეებს სთავაზობს „ქართული ჩაი ბუეთი“ მომხმარებლებს
„ქართული ჩაი ბუეთი“ ოთხი წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 6 დასახელების ჩაის სთავაზობს.
როგორც Business Insider Georgia‑სთან კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი ქეთევან კაკაურიძე ამბობს, მალე მომხმარებელს ჩაის მიქსებს შესთავაზებენ. მათ შორის ბერგამოტისა და ლიმნის არომატით.
„ბუეთის პლანტაციები ტყიბულის მიკროზონაში მდებარეობს, რომლის მკვეთრად ცვალებადი ტემპერატურაც ჩაის განუმეორებელ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. ჩაი მხოლოდ პირველი 3 ფოთლისგან მზადდება, რასაც თქვენამდე ხარისხი და გამორჩეული არომატი მოაქვს“,- აცხადებენ კომპანიაში.
ბრენდის ქვეშ ტყიბულში, სოფელ საძილეში ჩაის ქარხანა ოპერირებს, ხოლო 50 ჰექტარზე არსებული პლანტაციებიდან კომპანია 6 სახეობის ჩაის ამზადებს.
„ჩაის პლანტაციების ნაწილი არის სოფელ ბუეთში და ბრენდის სახელიც აქედან წარმოიშვა. პლანტაციები 50 ჰექტარზეა გაშენებული. 6 სახეობის ჩაი გვაქვს, დასაყენებელი და ერთჯერადი ბიოდეგრადირებადი პირამიდების სახით უკოფეინო, არომატული და მომჟავო გემოს მქონე ჩაი, რომელიც ძირითადად ჰორეკა სექტორში - რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება. ასევე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია „ევროპროდუქტისა“ და „გუდვილის“ ქსელში“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.
ამ დროისათვის კომპანიას ჩაი ექსპორტზე არ გააქვს და ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს გაყიდვების გაზრდას.
საწარმოში 12 ადამიანი მუდმივადაა დასაქმებული, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა ორმაგდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.